სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
2. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.
3. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტს ერთი თვის ვადაში წარუდგინოს დასამტკიცებლად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების პროექტი, რომლითაც განისაზღვრება კომისიის სტრუქტურა, საქმიანობის წესი, საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურები, კომისიის მუშაობაში საზოგადოების ჩართულობის მექანიზმები და სხვა ორგანიზაციული საკითხები.
4. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტს ერთი თვის ვადაში წარუდგინოს დასამტკიცებლად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა, რომელშიც უნდა შედიოდნენ:
ა) საპარლამენტო ფრაქციების და იმ პარლამენტის წევრთა, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში, ჯგუფის მიერ პროპორციულობის პრინციპის დაცვით დასახელებული პარლამენტის არაუმეტეს 20 წევრისა;
ბ) იმ კვალიფიციური პოლიტიკური პარტიის ერთი წარმომადგენელი, რომელიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის მეშვეობით არ არის პარლამენტში წარმოდგენილი;
გ) იმ არაკვალიფიციური პოლიტიკური პარტიის ერთი წარმომადგენელი, რომლის მიერ დასახელებული პრეზიდენტობის კანდიდატი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 3%-ზე მეტის ხმებს მიიღებს;
დ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები, საქართველოს სახალხო დამცველი, იუსტიციის მინისტრი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე;
ე) სამართლის, საჯარო პოლიტიკისა და სახელმწიფო მართვის არაუმეტეს 20 ექსპერტ-სპეციალისტი, მათ შორის, ამავე სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.
5. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს 2014 წლის 1 სექტემბრამდე.
6. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის და მისი აპარატის საქმიანობა უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტის აპარატმა.
7. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისი, 4 ოქტომბერი 2013 წ. N1479-Iს |
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი
ქუთაისი, 4 ოქტომბერი 2013 წ. N1479-Iსხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.12.2016.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ“?
- „სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ“ მიღებულია 04.10.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1479-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 010190060.09.001.016175.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 4 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 15.12.2016-დან.
- სად არის „სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.12.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პარლამენტის დადგენილება „სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ“, №1479-Iს, 04.10.2013, სარეგისტრაციო კოდი 010190060.09.001.016175 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2039890/