„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:
„მუხლი 101. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესი
1. წვევამდელის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაწვევით სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის მოხდის წესი, აგრეთვე წვევამდელის შერჩევისა და მის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის დაფინანსების წესი განისაზღვრება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ“ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
2. პოლიციაში ჩარიცხულ წვევამდელს პოლიციაში 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით მას მიენიჭება რიგითის სამხედრო წოდება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.
ქუთაისი, 4 ოქტომბერი 2013 წ. N1445-Iს |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.10.2013.
- როდის იქნა მიღებული „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 04.10.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1445-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 120260020.05.001.017195.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.10.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1445-Iს, 04.10.2013, სარეგისტრაციო კოდი 120260020.05.001.017195 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.10.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2047412/