1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს, პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, პოლიციის საქმიანობის კონტროლს.
2. ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა.
3. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში დასაქმებულ, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური წოდების მქონე პირსა და სამინისტროს სხვა საჯარო მოსამსახურეზე (შემდგომ – სამინისტროს მოსამსახურე) მათი სამსახურებრივი საქმიანობის თავისებურებების გათვალისწინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სამინისტროს მოსამსახურეზე.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3515 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 06.03.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.03.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 04.03.2025 კანონი №338
- 21.09.2023 კანონი №3515
წინა რედაქცია (28.10.2013 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს, პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, პოლიციის საქმიანობის კონტროლს. 2. ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა. 3. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში დასაქმებული, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური წოდების მქონე პირსა და სამინისტროს სხვა საჯარო მოსამსახურეზე (შემდგომ – სამინისტრო წს მოდსამსახურებ) მათი სამსახურებრივი საქმიანობის თავისებურებების გათვალისწინებით, საქართველოს შინაგან საქმე პთა მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ბრძანებით დადგენილი წესის შესაქბამისად. 4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სამინისტროს მოსამსახურეზე.