1. პოლიცია ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში, სადაც დასაქმებული არიან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური წოდების მქონე პირი და სამინისტროს სხვა მოსამსახურე.
2. პოლიციის სამსახურები სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებენ სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით.
3. პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.
4. პოლიციელის ფიცის ტექსტს ამტკიცებს მინისტრი.
საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 06.03.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.03.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 04.03.2025 კანონი №338
წინა რედაქცია (28.10.2013 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 4. პოლიციის ორგანიზაციული მოწყობა 1. პოლიცია ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში, სადაც დასაქმებული არიან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური წოდებების მქონე პირები, დაგრეთვე სხვა საჯარო მოხელეები (შემდგომ – სამინისტროს სხვა მოსამსახურეები). 2. პოლიციის სამსახურები სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებენ სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით. 3. პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი. 4. პოლიციელის ფიცის ტექსტს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომ – მინისტრი).