1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის (შემდგომში - სასწავლო უნივერსიტეტი) ავტონომიური დაწესებულებაა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვა. იგი ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.
2. სასწავლო უნივერსიტეტის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებსა და ამ წესდებას.
3. სასწავლო უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა – საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ხოლო შემოკლებით – სფასსსუ, ლათინური ტრანსკრიფცია -“GEORGIAN STATE TEACHING UNIVERSITY OF PHISICAL EDUCATION AND SPORT,” შემოკლებით - „GSTUPES”.
4. სასწავლო უნივერსიტეტს აქვს საანგარიშსწორებო და სავალუტო ანგარიშები საბანკო დაწესებულებაში, გერბი, კანონმდებლობით დადგენილი ფორმის მრგვალი ბეჭედი, შტამპი და იურიდიული პირისათვის დადგენილი სხვა ატრიბუტიკა.
5. სასწავლო უნივერსიტეტში სწავლების ენა არის ქართული (სხვა ენაზე სწავლება, გარდა ინდივიდუალური სასწავლო კურსებისა, დაშვებულია, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან).
6. სასწავლო უნივერსიტეტი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
7. სასწავლო უნივერსიტეტი თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ.
8. სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, 0162, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N7