1. სასწავლო უნივერსიტეტის მართვის ორგანოებია (მმართველი სუბიექტებია):
ა) აკადემიური საბჭო;
ბ) წარმომადგენლობითი საბჭო;
გ) რექტორი;
დ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი);
ე) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
2. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია:
ა) ფაკულტეტის საბჭო;
ბ) დეკანი;
გ) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
3. სასწავლო უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევნებს წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად ატარებს სასწავლო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია, რომლის შექმნის წესი და უფლებამოსილებები განისაზღვრება წარმომადგენლობითი საბჭოს მიე