ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №44/2013 |
|
2013 წლის 16 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდგომ, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, რეგისტრატორები ითვლიან ხელმოწერების რაოდენობას საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილ ამომრჩეველთა სიებში და მხოლოდ ამის შემდგომ, გრძელდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 67-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი პროცედურები.
გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა სიებში არსებული ხელმოწერების ჯამური რაოდენობა, კომისიის თავმჯდომარის მიერ საარჩევნო დოკუმენტაციის გადაცემის დროს ეცნობება იმ საუბნო საარჩევნო კომისიას, რომელზეც მიმაგრებულია აღნიშნული გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბანი. |
| მუხლი 2 |
სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნებისათვის კენჭისყრის შენობაში:
ა) ყოველი 1500 ამომრჩევლისათვის უნდა იყოს გათვალისწინებული არანაკლებ ერთი კაბინა; ბ) უნდა იყოს გათვალისწინებული ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრები - სულ ცოტა 1 წევრი ყოველი 1000 ამომრჩევლისათვის. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.01.2026.
- როდის იქნა მიღებული „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ“?
- „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 16.10.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №44/2013. სარეგისტრაციო კოდი — 010240020.15.008.016111.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 16.01.2026-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.01.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ“, №44/2013, 16.10.2013, სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016111 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.01.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2048997/