საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.10.2013 ძალადაკარგული 19.12.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№823
სარეგისტრაციო კოდი
010320040.08.002.016889
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №823

2013 წლის 17 ოქტომბერი

ქ.თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ

1.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა.

2.

ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

📎 დანართები (1)
1 cv_it.doc

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა

  1. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის იურიდიულ საკითხთა სამსახურის მთავარი მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი:

    1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;

გ) სასამართლო ორგანოებთან პროფესიული ურთიერთობის გამოცდილება;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა;

ე) საკანონმდებლო კომპიუტერული პროგრამების (მათ შორის, „საკანონმდებლო მაცნე“) სრულყოფილი ცოდნა.

  1. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

დ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

ე) საქართველოს საარჩევნო კოდექსი;

ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ი) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

კ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;

ლ) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

მ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ნ) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ო) „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი;

პ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ჟ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

რ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის N562 ბრძანებულება.

  1. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი:

    1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;

გ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება.

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა;

ე) საკანონმდებლო კომპიუტერული პროგრამების (მათ შორის, „საკანონმდებლო მაცნე“) სრულყოფილი ცოდნა;

ვ) უცხო ენის (ინგლისური) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

  1. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი;

ი) „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი;

კ) „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ლ) „სახელშეკრულებო სამართლის შესახებ“ ვენის 1969 წლის კონვენცია;

მ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის N562 ბრძანებულება;

ნ) „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ო) „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი.

  1. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედების სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი:

    1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;

გ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა;

ე) საკანონმდებლო კომპიუტერული პროგრამების (მათ შორის, „საკანონმდებლო მაცნე“) სრულყოფილი ცოდნა;

ვ) უცხო ენის (ინგლისური) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

  1. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი;

ი) „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი;

კ) „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ლ) „სახელშეკრულებო სამართლის შესახებ“ ვენის 1969 წლის კონვენცია;

მ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის N562 ბრძანებულება;

ნ) „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ო) „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

  1. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედების სამსახურის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი:

    1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;

გ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა;

ე) საკანონმდებლო კომპიუტერული პროგრამების (მათ შორის, „საკანონმდებლო მაცნე“) სრულყოფილი ცოდნა;

ვ) უცხო ენის (ინგლისური) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

  1. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი;

ი) „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი;

კ) „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ლ) „სახელშეკრულებო სამართლის შესახებ“ ვენის 1969 წლის კონვენცია;

მ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის N562 ბრძანებულება;

ნ) „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ო) „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

  1. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელმწიფო ჯილდოების სამსახურის მთავარი მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი:

    1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა;

დ) უცხო ენის (ინგლისური) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

  1. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის N321 ბრძანებულება;

ე) „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 მარტის N45 დადგენილება;

ვ) „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების - ორდენებისა და მედლების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 31 ივლისის N1554 დადგენილება;

ზ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის N562 ბრძანებულება.

  1. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამ-სახურის არქივის (სამმართველო) უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი:

    1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ოთხწლიანი გამოცდილება;

ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა.

  1. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის N562 ბრძანებულება.

  1. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსა-ხურის არქივის (სამმართველო) მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი:

    1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა.

  1. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის N562 ბრძანებულება.

  1. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსა-ხურის არქივის (სამმართველო) უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი:

    1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა;

დ) უცხო ენის (ინგლისური) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

  1. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის N562 ბრძანებულება.

  1. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი:

    1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი ეკონომიკური/საფინანსო განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ოთხწლიანი გამოცდილება;

გ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა;

ე) უცხო ენის (ინგლისური) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

  1. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;

ზ) საქართველოს საგადასახადო კოდექსი;

თ) „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ი) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის N562 ბრძანებულება.

  1. საქართველოს პრეზიდენტის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის მთავარი მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი:

    1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი ეკონომიკური/საფინანსო განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;

გ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა;

ე) უცხო ენის (ინგლისური) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

  1. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;

ზ) საქართველოს საგადასახადო კოდექსი;

თ) „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ი) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის N562 ბრძანებულება.

  1. საქართველოს პრეზიდენტის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის შესყიდვების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი:

    1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა;

დ) უცხო ენის (ინგლისური) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

  1. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;

ვ) საქართველოს საგადასახადო კოდექსი;

ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ნორმატიული აქტები;

თ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის N562 ბრძანებულება.

  1. საქართველოს პრეზიდენტის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი:

    1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა;

დ) უცხო ენის (ინგლისური) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

  1. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;

ვ) საქართველოს საგადასახადო კოდექსი;

ზ) „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის N562 ბრძანებულება.

  1. საქართველოს პრეზიდენტის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის ქონების მართვისა და ექსპლუატაციის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი:

    1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა;

  1. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;

დ) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის N562 ბრძანებულება.

  1. საქართველოს პრეზიდენტის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი:

    1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;

გ) საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Internet, Adobe Photoshop, 3D Max, PowerPoint) სრულყოფილი ცოდნა;

ე) ოპერაციული სისტემების (Microsoft Windows, Unix) სერვერებთან მუშაობისა და ადმინისტრირების სრულყოფილი ცოდნა;

ვ) VMware ESX ვირტუალიზაციის, კომპიუტერული ასლების სრულყოფილი ცოდნა და ასევე ქსელურ აპარატურასთან მუშაობის გამოცდილება;

ზ) უცხო ენის (ინგლისური) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

  1. შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის N562 ბრძანებულება.

  1. საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი:

    1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;

ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა;

გ) უცხო ენის (ინგლისური) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

  1. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;

ე) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის N562 ბრძანებულება.

  1. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი:

    1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა;

დ) უცხო ენის (ინგლისური) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

  1. დამატებითი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;

ვ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის N562 ბრძანებულება.

  1. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი:

    1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ექვსთვიანი გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა;

დ) უცხო ენის (ინგლისური) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

  1. დამატებითი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;

ვ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის N562 ბრძანებულება.

  1. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმისწარმოებისა და საკადრო საკითხთა სამსახურის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი:

    1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ოთხწლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა;

დ) უცხო ენის (ინგლისური) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

  1. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) საქართველოს საარჩევნო კოდექსი;

დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ი) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;

კ) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ლ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

მ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ნ) საქართველოს შრომის კოდექსი;

ო) „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

პ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის N562 ბრძანებულება.

  1. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმისწარ-მოებისა და საკადრო საკითხთა სამსახურის მთავარი მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი:

    1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ოთხწლიანი გამოცდილება;

ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა;

გ) უცხო ენის (ინგლისური) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

დ) საკანონმდებლო კომპიუტერული პროგრამების (მათ შორის, „საკანონმდებლო მაცნე“) სრულყოფილი ცოდნა.

  1. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;

თ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ი) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

კ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის N562 ბრძანებულება.

  1. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმისწარ-მოებისა და საკადრო საკითხთა სამსახურის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი:

    1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა;

დ) უცხო ენის (ინგლისური) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

  1. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) საქართველოს საარჩევნო კოდექსი;

დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ი) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;

კ) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ლ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

მ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ნ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის N562 ბრძანებულება.

  1. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმისწარ-მოებისა და საკადრო საკითხთა სამსახურის უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი:

    1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა;

დ) უცხო ენის (ინგლისური) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

  1. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;

ი) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

კ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ლ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის N562 ბრძანებულება.

  1. მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა სამსახურის მთავარი მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი:

    1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა;

დ) უცხო ენის (ინგლისური) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

  1. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;

დ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;

ვ) „შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ივლისის N277 ბრძანებულება;

ზ) „უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 იანვრის N80 ბრძანებულება;

თ) „საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის N34 ბრძანებულება;

ი) „საქართველოს საპატიო მოქალაქეობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 15 ივლისის N370 ბრძანებულება;

კ) „რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთათვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის N87 დადგენილება;