საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.10.2013 ძალადაკარგული 21.07.2015
ნომერი
№1393
სარეგისტრაციო კოდი
140080000.42.047.016028
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის

ბრძანება №1393

2013 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ


მუხლი 1
დამტკიცდეს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი №1 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს თანდართული სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი №2 დანართის შესაბამისად.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსიანზორ ჩუბინიძე



დანართი №1
 

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი


1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი (შემდეგში - წესი) განსაზღვრავს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში (შემდეგში - სამსახური) არსებული, საზოგადოებრივი ინტერესების სფეროს განკუთვნილი საჯარო ინფორმაციის სამსახურის ელექტრონულ რესურსზე (სამსახურის ვებგვერდზე) განთავსების სამართლებრივ საფუძვლებს. 
2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე.
3. სამსახურის ვებგვერდის მისამართია: www.ssps.gov.ge.
4. სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ გამოქვეყნების მიზნით მოთხოვნილი ინფორმაციის დროულ დამუშავებასა და მისთვის გადაცემას.
5. სამსახურის ვებგვერდზე ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხისა და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. 
6. სამსახურის ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებას, აგრეთვე დადგენილი პერიოდულობით მის განახლებას უზრუნველყოფს სამსახურის ადმინიტრაციის შესაბამისი დანაყოფი (ქვედანაყოფი). ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს განახლების თარიღი. 
7. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე (მოსამსახურეები) დგინდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
8. ვებგვერდზე ინფორმაციია უნდა განთავსდეს ისეთი ფორმით, რომ მისი ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება შესაძლებელი იყოს ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე. 

 

დანართი №2

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში (შემდეგში - სამსახური) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს სამსახურში არსებული საჯარო ინფორმაციის  ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პირობებს.
2. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნა ხდება დაინტერესებული პირის მიერ სამსახურის ელექტრონულ რესურსზე (სამსახურის ვებგვერდზე) წერილობითი განცხადების წარდგენის გზით.
3. განცხადება ელექტრონული ფორმით უნდა გაიგზავნოს სამსახურის ვებგვერდზე ან/და საჯარო ინფორმაციის გაცემასა და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირის ელექტრონულ მისამართზე, რომელიც მითითებული უნდა იყოს სამსახურის ვებგვერზე.
4. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: განმცხადებლის სახელს, გვარს, პირად ნომერს (თერთმეტნიშნა),  ტელეფონის ნომერს;
ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში: ორგანიზაციის დასახელებას; იურიდიულ მისამართს; ტელეფონის ნომერს;  ხელმძღვანელი პირის სახელს და გვარს.
5. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე ამ წესის მე–4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით წარმოდგენილ ელექტრონულ განცხადებას სამსახური არ  განხილავს;
6. ელექტრონული განცხადება რეგისტრირდება დადგენილი წესით და განმცხადებელს ელექტრონულად ეგზავნება რეგისტრაციის დადასტურება.
7. „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით” გათვალისწინებული ვადების ათვლა დაიწყება მოთხოვნის ელექტრონული მიღებიდან  მეორე სამუშაო დღეს.
8. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე გაგზავნის საშუალებით.
9. თუ მოთხოვნილი ინფორმაციის მოცულობიდან გამომდინარე შეუძლებელია ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა სამსახური აღნიშნულის შესახებ აცნობებს განმცხადებელს და მისი თანხმობის შემთხვევაში ინფორმაციას  გასცემს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.