საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№05/68
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.054.016096
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება
№05/68

2013 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №197 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1

დამტკიცდეს თანდართული  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის  მოხელეთა   დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიმანანა ბერიკაშვილი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის  მოხელეთა   დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი🔗

ადმინისტრაციული დეპარტამენტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშობის არანაკლებ 7 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში - 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) საქართველოს კანონის "სახელმწიფო ქონების შესახებ", საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს კანონის "საჯარო სამსახურის შესახებ" და, საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ( Microsoft Office Word; Microsoft Office Excel);
ე) ერთი უცხო ენის ცოდნა, (კარგად).

მუხლი 2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი🔗

ადმინისტრაციული დეპარტამენტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციომოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება მათ შორის 3 წლიანი - ლოჯისტიკის სფეროში;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და  საქართველოს კანონის "საჯარო სამსახურის შესახებ" ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე პროგრამების  ( Microsoft Office Word;  Microsoft Office Excel;) ცოდნა.
ე) ერთი უცხო ენის ცოდნა, (კარგად).

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.10.2013.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 23.10.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №05/68. სარეგისტრაციო კოდი — 010320040.22.054.016096.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.10.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, №05/68, 23.10.2013, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.054.016096 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.10.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2051970/