საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№05/95
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.054.016124
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/10/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №05/95

2014 წლის 2 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №197 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან მასმედიის სფეროში;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის, „კულტურის შესახებ" საქართველოს კანონის, ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (III თავი - ინფორმაციის თავისუფლება) და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office; PowerPoint; ინტერნეტი) ცოდნა;

ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის  (ინგლისური, გერმანული, რუსული, ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის) ცოდნა  კარგად.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიმიხეილ გიორგაძე