„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება №05/21 |
|
2016 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი |
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №197 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის ხელოვნების სამმართველოს უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 2 აპრილის №05/80 და „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 ოქტომბრის №05/69 ბრძანებები. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 31 დეკემბრიდან. |
|
მუხლი 1.
ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე |
ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებთან, საგანმანათლებლო (განსაკუთრებით უმაღლეს საგანმანათლებლო) დაწესებულებებთან, ეროვნულ ან უცხოურ სამეცნიერო ფონდებთან, საერთაშორისო საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო პარტნიორებთან მუშაობის გამოცდილება; ბ) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) პოლიტიკის დოკუმენტების შექმნის თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება; დ) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Outlook, ინტერნეტი) ცოდნა; ვ) კომუნიკაბელურობა/ოპერატიულობა; ზ) მინიმუმ 3-წლიანი მუშაობის გამოცდილება; თ) პრობლემის იდენტიფიცირების, ამოცანის დასახვისა და განხორციელების უნარი; ი) კულტურის სფეროსა და სახელოვნებო დარგებში მუშაობის გამოცდილება; კ) ინოვაციური პროექტების ოპერატიულად განხილვა და დასკვნის გამოტანა/შეფასება და შესაბამისი მსვლელობის მიცემა; ლ) ჰუმანურობა, ტოლერანტულობა, მიუკერძოებლობა (ობიექტურობა), დისციპლინურობა; მ) გუნდური მუშაობის უნარი და გამოცდილება; ნ) კოლეგიალობის პრინციპის დაცვა; ო) განათლებისა და კულტურის დარგში საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა. |
მუხლი 2.
ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის სახელოვნებო განათლების სამმართველოს უფროსი |
ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის სახელოვნებო განათლების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება; ბ) სახელოვნებო განათლების სპეციფიკის ცოდნა; გ) სახელოვნებო განათლების სისტემაში არსებული პრობლემატიკის ცოდნა; დ) საჯარო სამსახურში სახელოვნებო განათლების მიმართულებით ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება; ე) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების: „საჯარო სამსახურის შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“, „უმაღლესი განათლების შესახებ“, „პროფესიული განათლების შესახებ“ ცოდნა, ასევე დოკუმენტის „კულტურის სტრატეგია 2025“ და იმ საერთაშორისო კონვენციების ცოდნა, რომლებზეც მიერთებულია საქართველო; ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Outlook, ინტერნეტი) ცოდნა; ზ) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა; თ) მართვისა და გუნდურად მუშაობის უნარი. ი) პოლიტიკის დოკუმენტების შექმნის თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება; კ) კომუნიკაბელურობა/ოპერატიულობა; ლ) ჰუმანურობა, ტოლერანტულობა, მიუკერძოებლობა (ობიექტურობა), დისციპლინურობა; მ) კოლეგიალობის პრინციპის დაცვა. |
მუხლი 3.
ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის სახელოვნებო განათლების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის სახელოვნებო განათლების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება; ბ) სახელოვნებო განათლების სპეციფიკის ცოდნა; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება; დ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების: „საჯარო სამსახურის შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“, „უმაღლესი განათლების შესახებ“, „პროფესიული განათლების შესახებ“ ცოდნა, ასევე დოკუმენტის „კულტურის პოლიტიკის სტრატეგია“ და იმ საერთაშორისო კონვენციების ცოდნა, რომლებზეც მიერთებულია საქართველო; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Outlook, ინტერნეტი) ცოდნა; ვ) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა; ზ) გუნდურად მუშაობის უნარი. |
მუხლი 4.
ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის სახელოვნებო განათლების სამმართველოს სპეციალისტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის სახელოვნებო განათლების სამმართველოს სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება; ბ) სახელოვნებო განათლების სპეციფიკის ცოდნა; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება; დ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების: „საჯარო სამსახურის შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“, „უმაღლესი განათლების შესახებ“, „პროფესიული განათლების შესახებ“ ცოდნა, ასევე დოკუმენტის „კულტურის პოლიტიკის სტრატეგია“ და იმ საერთაშორისო კონვენციების ცოდნა, რომლებზეც მიერთებულია საქართველო; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Outlook, ინტერნეტი) ცოდნა; ვ) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა; ზ) გუნდურად მუშაობის უნარი.
|