საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.10.2013 ძალადაკარგული 16.01.2015
ნომერი
№05/67
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.054.016095
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება
№05/67

2013 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №197 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1

დამტკიცდეს თანდართული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის  მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიმანანა ბერიკაშვილი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი🔗

შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)   უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში ეკონომიკურ სფეროში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
გ) საქართველოს კანონის "საჯარო სამსახურის შესახებ", საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის,  საქართველოს კანონის "სახელმწიფო ქონების შესახებ",  საქართველოს კანონის "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ", საქართველოს მთავრობის 2010 წლის №1013 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტის სტანდარტებისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ( Microsoft Office Word;  Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint ;  Microsoft Office Outlook ) ცოდნა;
ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა, (კარგად).

მუხლი 2. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე🔗

შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ:
ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება  მაკონტროლებელ ორგანოში;
გ) საქართველოს კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ", საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის,  საქართველოს კანონის "სახელმწიფო ქონების შესახებ",  საქართველოს კანონის "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ", საქართველოს მთავრობის 2010 წლის №1013 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტის სტანდარტებისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ( Microsoft Office Word; Microsoft Office Excel) ცოდნა;
ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა, (კარგად).

მუხლი 3. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (1)🔗

შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (1) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
გ)საქართველოს კანონის "საჯარო სამსახურის შესახებ", საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს კანონის "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" და საქართველოს კანონის"სახელმწიფო ქონების შესახებ" ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word ;  Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint ; Microsoft Office Outlook) ცოდნა;
ე) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (ძლიან კარგად).

მუხლი 4. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (2)🔗

შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (2) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, მაკონტროლებელ ორგანოში;
გ)საქართველოს კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ",საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის,საქართველოს კანონის "სახელმწიფო ქონების შესახებ", საქართველოს კანონის "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ", საქართველოს მთავრობის 2010 წლის №1013 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტის სტანდარტებისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) ცოდნა;
ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა, (კარგად).