საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№152
სარეგისტრაციო კოდი
010340000.22.025.016117
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №152

2013 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე



დანართი
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (თანამდებობრივი სარგო - მთავარი სპეციალისტის პირველი კატეგორიის თანამდებობრივი სარგო)

 

 საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (თანამდებობრივი სარგო - მთავარი სპეციალისტის პირველი კატეგორიის თანამდებობრივი სარგო) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება ენერგეტიკის, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში;

ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება (მათ შორის  ენერგეტიკულ სექტორში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება);

გ)  ქვეყნის ძირითადი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ცოდნა

დ) ინგლისური  და რუსული  ენების ცოდნა (კარგად);

ე) კომპიუტერული პროგრამების MS Excel და Power Point-ის მაღალ დონეზე ცოდნა, ასევე სხვა საოფისე პროგრამების  (MS office, Word, , Outlook) და „Internet“-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

ვ)  „საქართველოს კონსტიტუციის“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტროენერგეტიკისა   და  ბუნებრივი  გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილების, „საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის“ შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილების, „საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის №193 დადგენილების, „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს   დებულების   დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  მთავრობის  2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების, „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის  №33 დადგენილების, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების" დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77  ბრძანების ცოდნა.

2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (თანამდებობრივი სარგო - მთავარი სპეციალისტის მეორე კატეგორიის თანამდებობრივი სარგო)

 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (თანამდებობრივი სარგო - მთავარი სპეციალისტის მეორე კატეგორიის თანამდებობრივი სარგო) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება ენერგეტიკის, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში;

ბ) ენერგეტიკულ სექტორში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;

გ) ქვეყნის ძირითადი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ცოდნა;

დ) ინგლისური  და რუსული  ენების ცოდნა (კარგად);

ე) კომპიუტერული პროგრამების MS Excel და Power Point-ის მაღალ დონეზე ცოდნა, ასევე სხვა საოფისე პროგრამების  (MS office, Word, , Outlook) და „Internet“-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა

ვ)  „საქართველოს კონსტიტუციის“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტროენერგეტიკისა   და  ბუნებრივი  გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილების, „საქართველოს   ენერგეტიკის   სამინისტროს   დებულების   დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  მთავრობის  2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების, „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის  №33 დადგენილების, "ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების" დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77  ბრძანების ცოდნა.

3. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი (თანამდებობრივი სარგო - უფროსი სპეციალისტის პირველი კატეგორიის თანამდებობრივი სარგო)

 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი (თანამდებობრივი სარგო - უფროსი სპეციალისტის პირველი კატეგორიის თანამდებობრივი სარგო) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა)  უმაღლესი განათლება ენერგეტიკის, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების  სფეროში;

ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;

დ) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (კარგად);

ე) კომპიუტერული პროგრამების MS Excel და Power Point-ის მაღალ დონეზე ცოდნა, ასევე სხვა საოფისე პროგრამების  (MS office, Word, , Outlook) და „Internet“-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა

ვ) „საქართველოს კონსტიტუციის“, „საჯარო   სამსახურის   შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტროენერგეტიკისა   და  ბუნებრივი  გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილების, „საქართველოს   ენერგეტიკის   სამინისტროს   დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  მთავრობის  2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების ცოდნა.