„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №187 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№188
სარეგისტრაციო კოდი
010320040.10.003.019897
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/04/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №188

2017 წლის 10 აპრილი

   ქ. თბილისი

 

„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №187 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №187 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/02/2014, 010320040.10.003.017806) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების:

1.  „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (შემდგომში ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე)

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2. ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება: მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) სპეციალობით მუშაობის გამოცდილება – არანაკლებ 5 წლისა;

გ) კონფლიქტების საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 2- წლიანი გამოცდილება;

დ) სამართალშემოქმედებით სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

ე) საერთო სასამართლოებში სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების განხილვისას მხარის წარმომადგენლად მონაწილეობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;

ვ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Internet);

ზ) ინგლისური ან გერმანული ენის სრულყოფილი ცოდნა.

3. ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

დ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;

ვ) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;

ზ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

თ) „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილება;

ი) „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 მარტის №116 დადგენილება;

კ) „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ოქტომბრის №320 დადგენილება;

ლ) „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემისა და აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალური ნებართვის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №219 დადგენილება.“.

2. „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3„ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პოლიტიკის ანალიზის, დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი (შემდგომში პოლიტიკის ანალიზის, დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი)

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2. პოლიტიკის ანალიზის, დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარი მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში, საერთაშორისო ურთიერთობებში ან სამართალმცოდნეობაში: მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) სპეციალობით მუშაობის გამოცდილება – არანაკლებ 4 წლისა;

გ) ადგილობრივ ან საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;

დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Internet);

ე) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა.

3. პოლიტიკის ანალიზის, დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარი მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;

გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

დ) „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 მარტის №116 დადგენილება;

ე) „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №44 დადგენილება;

ვ) „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ოქტომბრის №320 დადგენილება;

ზ) „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემისა და აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალური ნებართვის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №219 დადგენილება.“.

4. „ე1“ და „ე2“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

5.  „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში (ქვემო ქართლის რეგიონი) (შემდგომში – ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი)

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2. ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრი;

ბ) სამუშაო გამოცდილება – არანაკლებ 3 წლისა;

გ) ეროვნული უმცირესობების საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 1- წლიანი გამოცდილება;

დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Internet);

ე) აზერბაიჯანული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა.

3. ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;

გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

დ) „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 მარტის №116 დადგენილება.“.

6. „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი (შემდგომში – ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი)

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2. ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება: მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) სპეციალობით მუშაობის გამოცდილება − არანაკლებ 5 წლისა;

გ) საფინანსო სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

დ) წამყვან საჯარო თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

ე) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Internet);

ვ) ოპერატიული სისტემების: ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის (E-Budget), სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების პროგრამის (eTreasury) ცოდნა;

ზ) ინგლისური ენის ცოდნა.

3. ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ბ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;

გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;

დ) „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 მარტის №116 დადგენილება;

ე) „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულება;

ვ) „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულება;

ზ) „სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 ოქტომბრის №302 დადგენილება;

თ) „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება;

ი) „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება.“.

7. „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში (სამცხე-ჯავახეთი) (შემდგომში – სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი)

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2. სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრი;

ბ) სამუშაო გამოცდილება − არანაკლებ 3 წლისა;

გ) ეროვნული უმცირესობების საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;

დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Internet);

ე) სომხური და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა.

3. სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;

გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

დ) „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 მარტის №116 დადგენილება.“.

8.  „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურისტი  (შემდგომში – იურისტი)

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2. იურისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება: მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) სამუშაო გამოცდილება – არანაკლებ 2 წლისა;

გ) სასამართლოებში წარმომადგენლობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;

დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Internet);

ე) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა.

3. იურისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

დ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

ე) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

ვ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

ზ) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ი) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი;

კ) „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილება;

ლ) „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 მარტის №116 დადგენილება.“.

9. დანართის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი (შემდგომშისაზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი)

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2. საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში ან საერთაშორისო ურთიერთობებში: მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;

გ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

დ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;

ე) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Internet);

ვ) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

3. საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;

გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

დ) „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 მარტის №116 დადგენილება.“.

10.  „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პოლიტიკის ანალიზის, დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (შემდგომშიპოლიტიკის ანალიზის, დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე)

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2. პოლიტიკის ანალიზის, დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში, საერთაშორისო ურთიერთობებში ან სამართალმცოდნეობაში: მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) კონფლიქტებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;

გ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;

დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Internet);

ე) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

3. პოლიტიკის ანალიზის, დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;

გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

დ) „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 მარტის №116 დადგენილება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი