„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №187 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№618
სარეგისტრაციო კოდი
010320040.10.003.018238
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/11/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №618

2014 წლის 4 ნოემბერი

 ქ.თბილისი

 

„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №187 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №187 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/02/2014, 010320040.10.003.017806) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ დანართს „ე“ ქვეპუნქტის  შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის პოლიტიკური ანალიზისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი მრჩეველი (შემდგომში - პოლიტიკური ანალიზისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი მრჩეველი)

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2. პოლიტიკური ანალიზისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში ან უმაღლესი იურიდიული განათლება, საერთაშორისო სამართალის განხრით: ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

ბ) სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 4 წელი;

გ) კონფლიქტების მიმართულებით მუშაობის ან აღნიშნულ სფეროში კვლევითი საქმიანობის 2- წლიანი გამოცდილება;

დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Internet);

ე) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა.

3. პოლიტიკური ანალიზისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;

ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

გ) „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი