„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №187 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №699 |
|
2014 წლის 25 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ე2) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის სამმართველოს მთავარი მრჩეველი (შემდგომში ‑ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის სამმართველოს მთავარი მრჩეველი)
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის სამმართველოს მთავარი მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში ან უმაღლესი იურიდიული განათლება საერთაშორისო სამართლის მიმართულებით: ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
ბ) სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 3 წელი;
გ) საერთაშორისო ურთიერთობების ან კონფლიქტების სფეროში მუშაობის ან აღნიშნულ სფეროებში კვლევითი საქმიანობის 2-წლიანი გამოცდილება;
დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Internet);
ე) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა.
3. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის სამმართველოს მთავარი მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;
გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
დ) „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილება.“.
|