„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №187 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№296
სარეგისტრაციო კოდი
010320040.10.003.017916
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №296

2014 წლის 14 აპრილი

ქ.თბილისი

 

„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №187 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №187 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/02/2014, 010320040.10.003.017806) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები:

„თ) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი (შემდგომში – ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი)

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება: მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) სპეციალობით მუშაობის გამოცდილება - არანაკლებ 5 წელი;

გ) საფინანსო სფეროში მუშაობის არანაკლებ 3‑ წლიანი გამოცდილება;

დ) წამყვან საჯარო თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2‑ წლიანი გამოცდილება;

ე) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Internet);

ვ) ოპერატიული სისტემების: ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის (E-Budget), სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების პროგრამის (eTreasury) ცოდნა;

ზ) ინგლისური ენის ცოდნა.

3. ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ბ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;

გ) საქართველოს საბიუჯეტი კოდექსი;

დ) „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილება;

ე) „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულება;

ვ) „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულება;

ზ) „სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის, წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 ოქტომბრის №302 დადგენილება;

თ) „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება;

ი) „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანასთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება;

კ) „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება.

ი) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მთავარი ბუღალტერი (შემდგომში - მთავარი ბუღალტერი)

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2. მთავარი ბუღალტრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება: მაგისტრი ან მასთან გათა­ნა­ბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 4‑ წლიანი გამოცდილება;

გ) ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ 2‑ წლიანი გამოცდილება;

დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Internet);

ე) კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამა „ორისის“, ბიუჯეტის მართვის ელექტრონული პროგრამის (E-Budget), სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების პროგრამის (eTreasury) ცოდნა;

ვ) ინგლისური ენის ცოდნა.

3. მთავარი ბუღალტრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვი დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ბ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;

გ) საქართველოს საბიუჯეტი კოდექსი;

დ) „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილება;

ე) „საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულება;

ვ) „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულება;

ზ) „საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება;

თ) „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანება;

ი) „სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ მოდიფიცირებული საკასო მეთოდით ფინანსური ანგარიშგების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 8 აპრილის №97 ბრძანება;

კ) „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივნისის №605 ბრძანება;

ლ) „ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანება;

მ) „ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი