გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 16 ოქტომბრის №31 დადგენილებაში ,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №35 |
|
2013 წლის 15 ნოემბერი ქ. გურჯაანი |
,,მუხლი 1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოხელეებისათვის, გარდა სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურისა, განისაზღვროს შემდეგი მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer–ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
გ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
გ.ბ) ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
გ.გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
გ.დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის“ შესახებ;
გ.ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ( I, II, III და IV თავები).
,,მუხლი 11. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოხელეების სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. საკრებულოს აპარატის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად, სავალდებულოა შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ“
ბ) საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“;
გ) ,,საქმისწარმოების ერთიანი წესები” - საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;
დ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;
ე) გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი)
2. გამგებლის მოადგილისთვის:
ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი (თავი I, თავი X);
ბ) საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“;
გ) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო ქონების შესახებ”;
დ) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“;
ვ) საქართველოს საგადასახადო კოდექსი (თავი XXIX);
ზ) საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ (თავი IV);
თ) საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ“;
ი) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;
კ) ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება.
ლ) ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილება;
მ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება.
ნ) საქართველოს კანონი „კულტურის შესახებ“;
ო) საქართველოს კანონი „სოციალური დახმარების შესახებ“;
3. გამგებლის თანაშემწისთვის:
ა) საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“;
ბ) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
გ) საქართველოს კანონი ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“;
დ) ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება;
ე) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება;
ვ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება;
4. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მოხელეებისათვის:
ა) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მოხელეებისათვის (გარდა მოხელეებისა იურიდიულ საკითხებში):
ა.ა) საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
ა.ბ) ,,საქმისწარმოების ერთიანი წესები“ - საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;
ა.გ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება.
ა.დ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება;
ბ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ საკითხებში მოხელეებისათვის:
ბ.ა) საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“;
ბ.ბ) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
ბ.გ) საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“;
ბ.დ) საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ“;
ბ.ე) საქართველოს კანონი „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი“;
ბ.ვ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება;
ბ.ზ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება.
გ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში მოხელეს, გარდა მე-4 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებში მითითებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა, მოეთხოვება ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების ცოდნა.
დ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სამოქალაქო-საგანგებო სიტუაციების თავდაცვის საკითხებში მოხელეს, გარდა მე-4 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებში მითითებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა, მოეთხოვება საქართველოს კანონი ,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“.
5. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხელეებისათვის:
ა) ბიუჯეტის და პირველადი ბუღალტრული აღრიცხვის საკითხებში:
ა.ა) საქართველოს კანონი ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ (კარი IV);
ა.ბ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება;
ა.გ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება;
ა.დ) ,,საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულება;
ა.ე.) ,,ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება.
ბ) ბიუჯეტის საკითხებში:
ბ.ა) საქართველოს კანონი ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ (კარი IV);
ბ.ბ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება;
ბ.გ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება;
გ) სახელმწიფო შესყიდვების საკითხებში მოხელეებისათვის:
გ.ა) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
გ.ბ) ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება;
გ.გ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება;
გ.დ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება;
დ) ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხებში:
დ.ა) საქართველოს კანონი ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ (კარი IV);
დ.ბ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება;
დ.გ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება;
დ.დ) ,,სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანება;
ე) ხაზინის განყოფილების მოხელეებისათვის:
ე.ა) საქართველოს კანონი ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ (კარი IV);
ე.ბ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება;
ე.გ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება;
ე.დ) ,,ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯტეტო ორგანიზაციების მიერ ვალდებულების აღებისა და ხარჯების გაწევის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ ფინანსთა მინისტრის №336 ბრძანება;
6. გამგეობის არქიტექტურის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მოხელეებისათვის:
ა) არქიტექტურისა და სამშენებლო საკითხებში:
ა.ა) ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება;
ა.ბ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების ბრძანება №1-1/1254 ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულების დამტკიცების თაობაზე“;
ა.გ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების ბრძანება №1-1/2935 ,,ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ;
ა.დ) საქართველოს მთავრობის დადგენილება №261 ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის შესახებ“;
ა.ე) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება;
ა.ვ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება;
ბ) საქმისწარმოების საკითხებში:
ბ.ა) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება;
ბ.ბ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება;
ბ.გ) ,,საქმისწარმოების ერთიანი წესები“ - საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;
გ) ქონებისა და მიწის მართვის საკითხებში:
გ.ა) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“;
გ.ბ) საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“;
გ.გ) ,,თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრის №233 დადგენილება;
გ.დ),,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულება;
გ.ე) ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება;
გ.ვ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება;
გ.ზ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება.
დ) გზებისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში:
დ.ა) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“;
დ.ბ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება;
დ.გ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება;
დ.დ) საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“
დ.ე) საქართველოს კანონი ,,სივრიცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“;
დ.ვ) საქართველოს კანონი ,,საავტომობილო გზების შესახებ“;
ე) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის და გარემოს დაცვის საკითხებში:
ე.ა) საქართველოს კანონი ,,გარემოს დაცვის შესახებ“;
ე.ბ) საქართველოს კანონი ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“;
ე.გ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება;
ე.დ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება.
ვ) ეკონომიკისა და ინვესტიციების მოზიდვის საკითხებში:
ვ.ა) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“;
ვ.ბ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება;
ვ.გ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება;
ვ.დ) საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“;
ვ.ე) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი (თავი I, თავი X);
ვ.ზ) საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“;
7. გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეებისათვის:
ა) ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობივი შემოსავლების ადმინისტრირების საკითხებში:
ა.ა) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება;
ა.ბ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის დებულება;
ა.გ) საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ (თავი IV);
ა.დ) საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“;
ა.ე) საქართველოს ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ (10-15, 33-38,401, 148,150, 1501, 151, 152, 153, 1533, 1534 მუხლები);
ა.ვ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 8 ივლისის №13 დადგენილება ,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის ნებართვის შემოღების, ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“;
ბ) არქიტექტურული დაგეგმარებისა და მშენებლობის ნორმების კონტროლის საკითხებში:
ბ.ა) ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება;
ბ.ბ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება;
ბ.გ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის დებულება;
ბ.დ) საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ (თავი IV);
ბ.ე) საქართველოს ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ (10-15, 33-38,401, 148,150, 1501, 151, 152, 153, 1533, 1534 მუხლები);
ბ.ვ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 8 ივლისის №13 დადგენილება ,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის ნებართვის შემოღების, ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“.
გ) საქმისწარმოების საკითხებში:
გ.ა) გურჯაანის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის დებულება;
გ.ბ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება;
გ.გ) ,,საქმისწარმოების ერთიანი წესები“ - საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;
8. კულტურის, განათლებისა და სოციალური განვითარების სამსახურის მოხელეებისათვის:
ა) სოციალურ საკითხებში:
ა.ა) საქართველოს კანონი „სოციალური დახმარების შესახებ“;
ა.ბ) საქართველოს კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“;
ა.გ)გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლებისა და სოციალური განვითარების სამსახურის დებულება;
ა.დ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება;
ა.ე) საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“;
ბ) კულტურისა და განათლების საკითხებში:
ბ.ა) საქართველოს კანონი „კულტურის შესახებ“;
ბ.ბ) საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“;
ბ.გ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლებისა და სოციალური განვითარების სამსახურის დებულება;
ბ.დ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება;
გ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში:
გ.ა) საქართველოს კანონი „სპორტის შესახებ“;
გ.ბ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლებისა და სოციალური განვითარების სამსახურის დებულება;
გ.გ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება;
9. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მოხელეებისათვის:
ა) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მოხელეებისათვის (გარდა მოხელეებისა საქმისწარმოების საკითხებში):
ა.ა) საქართველოს კანონი ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ”;
ა.ბ) საქართველოს კანონი ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ”;
ა.გ) ,,მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 10 იანვრის №11 ბრძანებულება;
ა.დ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება.
ა.ე) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება;
ბ) საქმისწარმოების საკითხებში:
ბ.ა) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება.
ბ.ბ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება;
ბ.გ) ,,საქმისწარმოების ერთიანი წესები“ - საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;
ბ.დ) საქართველოს კანონი ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“.
10. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მოხელეებისათვის:
ა) სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მოხელეებისათვის (გარდა მოხელეებისა საქმისწარმოების საკითხებში):
ა.ა) საქართველოს კანონი ,,სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“;
ა.ბ) საქართველოს კანონი ,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ;
ა.გ) „საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 27 მარტის №449 ბრძანება;
ა.დ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება.
ბ) საქმისწარმოების საკითხებში:
ბ.ა) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება;
ბ.ბ) ,,საქმისწარმოების ერთიანი წესები“ - საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;
11. ტერიტორიული ორგანოს მოხელეებისათვის:
ა) საქართველოს კანონი ,,ნოტარიატის შესახებ” (38-ე, 41-ე მუხლები);
ბ) საქართველოს კანონი ,,სამოქალაქო აქტების შესახებ” (23-ე, 71-ე, 72-ე მუხლები);
გ) „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 ოქტომბრის №31 დადგენილება;
დ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება;
ე) ,,საქმისწარმოების ერთიანი წესები“ - საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება.
12. შიდა აუდიტის სამსახურის მოხელეებისათვის:
ა) საქართველოს კანონი ,,შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“;
ბ) საქართველოს კანონი ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ (კარი IV);
გ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება;
დ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულება;
ე) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
ვ) საქართველოს საგადასახადო კოდექსი (თავი XXIX);
ზ) საქართველოს კანონი ,,შიდა აუდიტის შესახებ“
|