„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №531 |
|
2015 წლის 13 ოქტომბერი ქ. თბილისი |
1. მე-3 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1) საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა – მგზავრთა გადაყვანა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების მონაწილე ქვეყნების (შემდგომში – პარტნიორი ქვეყნები) ტერიტორიებს შორის ან ამ ტერიტორიის გავლით, დადგენილი მარშრუტით, მოძრაობის განრიგით, ტარიფით, გადაზიდვების შესრულების პერიოდისა და რეგულარობის გათვალისწინებით, მგზავრთა ჩასხდომისა და გადმოსხდომის პუნქტებში გაჩერებით;“;
ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) არარეგულარული საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანა – საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ტერიტორიებს შორის ან ამ ტერიტორიის გავლით მგზავრთა გადაყვანა, რომელიც არ განეკუთვნება საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, გადაყვანის პირობები თითოეული კონკრეტული შემთხვევისათვის განისაზღვრება გადამზიდველსა და დამკვეთს შორის შეთანხმებით და სრულდება საკონტროლო დოკუმენტის (მგზავრების სია) ან შესაბამისი ნებართვის/ავტორიზაციის თანხლებით;“;
ა.გ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:
„ლ1) მგზავრების აღრიცხვის ბარათი – ავტოსადგურის პასუხისმგებელი პირის და გადამზიდველის მიერ დამოწმებული დოკუმენტი, რომლითაც აღირიცხება კონკრეტულ რეისზე ბილეთის მფლობელი მგზავრების რაოდენობა და მათი მონაცემები (სახელი, გვარი და პასპორტის ან პირადი ნომერი);“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობები, რაც მოცემულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონებში.“.
2. მე-5 მუხლის:
ა) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. გადამზიდველს უფლება აქვს შეცვალოს მარშრუტი ან გადადოს რეისი მისგან დამოუკიდებელი შემაფერხებელი გარემოების გამო, რომლის განსაზღვრა და აღმოფხვრა მას წინასწარ არ შეეძლო, ხოლო საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, აგრეთვე გამოიყენოს მესამე ქვეყნის ტერიტორია, პარტნიორი ქვეყნების შესაბამისი უწყებების შეთანხმების შემთხვევაში.“;
ბ) მე-13 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3-მე-9 პუნქტები:
„3. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მძღოლი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადააადგილებს პარტნიორ ქვეყანაში რეგისტრირებულ სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებას (მათ შორის ცარიელს), ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილ თანამშრომელს წარუდგინოს:
ა) „ავტორიზაცია ავტობუსით მგზავრების საერთაშორისო რეგულარულ გადაყვანაზე“, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებულია საქართველოს მხარის მიერ პარტნიორი ქვეყნის კონკრეტული გადამზიდველის სახელზე (კონკრეტული მარშრუტისათვის) და გაცემულია მასზე პარტნიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ;
ბ) პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტური ორგანოების მიერ დამოწმებული:
ბ.ა) მარშრუტზე სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის განრიგი;
ბ.ბ) ტარიფი;
ბ.გ) სამარშრუტო სქემა;
გ) გადამზიდველის მიერ სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) გადამზიდველთან მძღოლის დასაქმების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) მგზავრების აღრიცხვის ბარათი, გარდა ცარიელი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების შემთხვევისა.
4. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, არარეგულარული საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანისას მძღოლი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადააადგილებს პარტნიორ ქვეყანაში რეგისტრირებულ სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებას, ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილ თანამშრომელს წარუდგინოს:
ა) „ავტორიზაცია არარეგულარულ საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანაზე“, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს მხარის მიერ გადაცემულია პარტნიორი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოზე და გაცემულია მის მიერ კონკრეტული გადამზიდველის სახელზე;
ბ) გადამზიდველის მიერ სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) გადამზიდველთან მძღოლის დასაქმების დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი ამოწმებს:
ა) ავტორიზაციისა და თანმხლები დოკუმენტების შევსების სისწორესა და ურთიერთშესაბამისობას;
ბ) ავტორიზაციის მოქმედების ვადას;
გ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ ავტომობილის მართლზომიერი ფლობისა და გადამზიდველთან მისი დასაქმების ფაქტს;
დ) მარშრუტზე სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის განრიგის დაცვას, ორმხრივი ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მხოლოდ საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას;
ე) მგზავრების აღრიცხვის ბარათის არსებობას, მხოლოდ საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას (გარდა ცარიელი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების შემთხვევისა).
6. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც არარეგულარული საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანა შესაძლებელია განხორციელდეს შესაბამისი ნებართვის/ავტორიზაციის გარეშე, მძღოლი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადააადგილებს პარტნიორ ქვეყანაში რეგისტრირებულ სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებას, ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს წარუდგინოს „მგზავრების სია“.
7. პარტნიორ ქვეყანაში რეგისტრირებული სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება, შესაბამისი ავტორიზაციის წარდგენის გარეშე, შესაძლებელია საქართველოს ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი ამოწმებს:
ა) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ ავტომობილის მართლზომიერი ფლობისა და გადამზიდველთან დასაქმების ფაქტს;
ბ) შესაბამისი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობას.
9. ამ მუხლის მე-3, მე-4, მე-6 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები უნდა ინახებოდეს სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებაში და მოთხოვნისთანავე წარედგინოს შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელს.“.
2. დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
|