საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება №154 |
|
2013 წლის 23 ოქტომბერი ქ. თბილისი |
|
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი (თანამდებობრივი სარგო - მთავარი მრჩეველის პირველი კატეგორიის თანამდებობრივი სარგო) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;
გ) ორი უცხო ენის კარგად ცოდნა (მათ შორის ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა);
დ) საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Outlook) და „Interneti“-ის ცოდნა (კარგად);
ვ) „საქართველოს კონსტიტუციის“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების ( №3259 - Iს 09/06/2006წ.), „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების, „დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ“ ვენის 1961 წლის კონვენციის, „საკონსულო ურთიერთობების შესახებ“ ვენის 1963 წლის კონვენციის ცოდნა.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი (თანამდებობრივი სარგო - უფროსი სპეციალისტის პირველი კატეგორიის თანამდებობრივი სარგო) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;
გ) ინგლისური ენის ცოდნა (კარგად);
დ) საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Outlook) და „Interneti“-ის ცოდნა (კარგად);
ვ) „საქართველოს კონსტიტუციის“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების ცოდნა.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.11.2017.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 23.10.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №154. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.22.025.016119.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 06.11.2017-დან.
- სად არის „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.11.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, №154, 23.10.2013, სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.025.016119 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.11.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2055510/