,,ქ. თბილისში, გორგასლის ქ. №75ა-ში მდებარე შენობა-ნაგებობისა და მასზე დამაგრებული მიწის ფართობის ქალაქ თბილისისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამი¬ნისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №303
2007 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
,,ქ. თბილისში, გორგასლის ქ. №75ა-ში მდებარე შენობა-ნაგებობისა და მასზე დამაგრებული მიწის ფართობის ქალაქ თბილისისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე
1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება „ქ. თბილისში, გორგასლის ქ. №75ა-ში მდებარე შენობა-ნაგებობისა და მასზე დამაგრებული მიწის ფართობის ქალაქ თბილისის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“(საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 8 ივნისის №1-1/879 ბრძანება).
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ქონების გადასაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი