„ქ. თბილისში, კაიროს ქ. №9-ში მდებარე შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ფართის ქალაქ თბილისის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №57
2007 წლის 6 თებერვალი
ქ. თბილისი
„ქ. თბილისში, კაიროს ქ. №9-ში მდებარე შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ფართის ქალაქ თბილისის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების თაობაზე
1. ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგვის მიზნით „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება „ქ. თბილისში, კაიროს ქ. №9-ში მდებარე შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ფართის ქალაქ თბილისის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №1-1/180 ბრძანება).
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ქონების გადასაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა გან-ხორციელება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი