აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს
ბრძანება №01/11
2013 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 361 მუხლის პირველი პუნქტის, 363 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 28 მარტის №18 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე" ქვეპუნქტის, ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 12 ივლისის №03/54 ბრძანების საფუძველზე და საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2013 წლის 10 ოქტომბრის №114/სა მომართვის (სამინისტროში რეგისტრაციის №670, 11.10.13წ.) გათვალისწინებით,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შეიქმნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) მურმან ფარფალია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ეკატერინა გაბესკირია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ანტონ მეფარიშვილი – მინისტრის მთავარი მრჩეველი – კომისიის წევრი;
დ) ეკატერინე კუპრავა – მინისტრის მთავარი მრჩეველი – კომისიის წევრი;
ე) ლელა ყარამანიშვილი – მინისტრის მთავარი მრჩეველი – კომისიის წევრი;
ვ) ანა გვიშიანი – არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დაევნილთა ასოციაცია მშვიდობისათვის” დამფუძნებელი;
ზ) თამარ ფირყულაშვილი – არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დევნილთა ასოციაცია მშვიდობისათვის” ასოციაციის წევრი.
თ) თამარ ვეფხვაძე – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე.
2. საკონკურსო-საატესტაციო კომისია მუშაობას წარმართავს საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებით დამტკიცებული „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესისა” და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 12 ივლისის №03/54 ბრძანების შესაბამისად.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის სასამართლოში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მისი ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი ვ. ხორავა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.09.2017.
- როდის იქნა მიღებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“?
- „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 21.10.2013. მიმღები ორგანო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01/11. სარეგისტრაციო კოდი — 010220020.33.062.016036.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 22.09.2017-დან.
- სად არის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.09.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“, №01/11, 21.10.2013, სარეგისტრაციო კოდი 010220020.33.062.016036 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.09.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2056685/