📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.10.2013
ძალაში შესვლა 01.05.2014
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №221
სარეგისტრაციო კოდი 310010010.54.066.016053
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/10/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,219 სიტყვა · ~16 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.10.2013 მიღება
01.05.2014 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
საავიაციო შემადგენლობა/პერსონალი - სამოქალაქო ავიაციის მუშაკები, რომელთა საქმიანობა სამოქალაქო ავიაციის მეშვეობით განხორციელებული მიზნებისაკენ
არის მიმართული
მუხლი 2
პროფესიული მომზადება - საავიაციო შემადგენლობის/პერსონალის იმ ცოდნისა და უნ
არის შეძენის, შენარჩუნებისა და სრულყოფის პროცესი, რომელიც მათზე კანონმდებლობით დაკისრებული უფლებამოსილების განსახორციელებლად არის საჭირო. 2. ამ „წესში“ გამოყენებული სხვა ტერმინები განიმარტება საქართველოს საჰაერო კოდექსის, სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ და სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 2 აგვისტოს №88 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების“ შესაბამისად.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

„სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №221 2013 წლის 24 ოქტომბერი ქ. თბილისი „სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი პირველი დანართის, საქართველოს საჰაერო კოდექსის 56-ე და 57-ე მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესი“,  №1-5 დანართებთან ერთად.  მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 21 მარტის №36 ბრძანება“. მუხლი 3🔗 ამ ბრძანების ამოქმედებამდე, „სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 21 მარტის №36 ბრძანების შესაბამისად გაცემული, სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების სერტიფიკატები, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.   მუხლი 4🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 მაისიდან. სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის (შემდგომ - „წესი“) შემუშავებისას გამოყენებულია საქართველოს საჰაერო კოდექსის,  საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის პირველი დანართის, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ოფიციალური გამოცემის Doc 9401/921  („საავიაციო სასწავლო ცენტრების ჩამოყალიბებისა და მუშაობის სახელმძღვანელო“) მოთხოვნები და იგი ადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებების - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების სასერტიფიკაციო მოთხოვნებს, სერტიფიცირების პროცედურებს და პირობებს. 2. სერტიფიცირებას ექვემდებარება სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ საგანმანათლებლო საქმიანობას სამოქალაქო ავიაციის დარგში, ავიასპეციალისტების პირველად და სხვა სახის პროფესიულ მომზადებას.   3. საგანმანათლებლო დაწესებულების - სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების (შემდგომ - სდ) სერტიფიკატის გაცემა, გაუქმება, მისი მოქმედების ვადის შეჩერება და განახლება, დუბლიკატის გაცემა, აგრეთვე მასში და/ან მის დანართში ცვლილებების შეტანა, ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (შემდგომ - სააგენტო) მიერ,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ამ წესის დებულებების გათვალისწინებით. 4. სდ-ის მიერ სასერტიფიკაციო მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს სააგენტო. 5. სდ-ს უფლება არ აქვს განახორციელოს საავიაციო შემადგენლობის/პერსონალის პროფესიული მომზადება, თუ მას არ გააჩნია სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების მოქმედი სერტიფიკატი (შემდგომ - სერტიფიკატი). 6. სდ-ის სერტიფიცირების მიზანია: ა) სდ-ის წინამდებარე „წესთან“ და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა; ბ) საავიაციო შემადგენლობის/პერსონალის პროფესიული მომზადების საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; გ) მომხმარებელთა უფლებების დაცვა. 7. საავიაციო შემადგენლობის/პერსონალის პროფესიული მომზადება ტარდება ქართულ და/ან ICAO-ს ერთ-ერთ (ინგლისურ ან რუსულ) ენაზე. 8. სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატის დანართში უნდა მიეთითოს, თუ რომელ ენაზე (ენებზე) აქვს სდ-ს საავიაციო შემადგენლობის/პერსონალის პროფესიული მომზადების განხორციელების  უფლება. 9. საავიაციო შემადგენლობის/პერსონალის  პროფესიული მომზადების თეორიული და პრაქტიკული პროგრამები გამოყენებამდე, პირველადი რედაქციით ან ცვლილების შეტანის შემთხვევაში, შეთანხმებული უნდა იყოს სააგენტოსთან. ამ პუნქტით გათვალისწინებული პროგრამები უნდა აკმაყოფილებდეს ICAO-ს ოფიციალური გამოცემის Doc 9841 მოთხოვნებს. 10. საავიაციო შემადგენლობის/პერსონალის კვალიფიკაციის მიმართ წაყენებული მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 2🔗. ტერმინებისა და ცნებების განმარტებები 1. ამ „წესში“ გამოყენებულ ტერმინებსა და ცნებებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ინსტრუქტორი - საინსტრუქტორო სამუშაოზე დაშვებული, ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელი პირი; ბ) კურსანტი - პირი, რომელიც პირველადი საფრენოსნო მომზადების გასავლელად სწავლობს სდ-ში;         გ) მსმენელი  -  სდ-ში ჩარიცხული პირი; დ) საავიაციო შემადგენლობა/პერსონალი - სამოქალაქო ავიაციის მუშაკები, რომელთა საქმიანობა სამოქალაქო ავიაციის მეშვეობით განხორციელებული მიზნებისაკენ არის მიმართული; ე) სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულება - საავიაციო შემადგენლობის/პერსონალის პროფესიული მომზადებისათვის განკუთვნილი საგანმანათლებო დაწესებულება; ვ) სასწავლო ბაზა - განსაკუთრებული დანიშნულების ნაგებობების/სათავსების და მოწყობილობების (სასწავლო აეროდრომისა და სწავლების ტექნიკური და სააღრიცხვო საშუალებების ჩათვლით) ერთობლიობა, რომლებიც განკუთვნილია და აღჭურვილია სასწავლო პროცესის სათანადო დონეზე ჩასატარებლად; ზ) სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატი - სააგენტოს მიერ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სდ-ის შესაბამისობას ამ ,,წესით” და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან;   თ) პროფესიული მომზადება - საავიაციო შემადგენლობის/პერსონალის იმ ცოდნისა და უნარის შეძენის, შენარჩუნებისა და სრულყოფის პროცესი, რომელიც მათზე კანონმდებლობით დაკისრებული უფლებამოსილების განსახორციელებლად არის საჭირო. 2. ამ „წესში“ გამოყენებული სხვა ტერმინები განიმარტება საქართველოს საჰაერო კოდექსის, სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ და სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 2 აგვისტოს №88 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების“ შესაბამისად. მუხლი 3🔗. სერტიფიცირების ეტაპები 1. სდ-ის სერტიფიცირება ხორციელდება ოთხ ეტაპად:  ა) I ეტაპი, რომელიც მოიცავს:  ა.ა) განცხადებისა და თანდართული საბუთების სააგენტოში წარდგენას;  ა.ბ) განცხადებისა და თანდართული საბუთების წინასწარ განხილვას და შეფასებას სააგენტოში;  ბ) II ეტაპი - განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება;  გ) III ეტაპი - სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღება და სერტიფიკატის გაცემა;  დ) IV ეტაპი - სდ-ის საქმიანობაზე მუდმივი ზედამხედველობა. 2. პირველადი სერტიფიცირებისას სერტიფიკატის მისაღებად წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების წინასწარი განხილვის, განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების და გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს.   3. ამ მუხლის პირველი პუნქტის, „ა.ბ“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპების ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდნენ სააგენტოს თანამშრომლები, რომლებიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  92-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილნი არ არიან განახორციელონ ადმინისტრაციული წარმოება. მუხლი 4🔗. სერტიფიცირებისათვის წარსადგენი საბუთები 1. სდ, სერტიფიკატის მისაღებად, სააგენტოს წარუდგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს.  2. განცხადებას უნდა ერთოდეს: ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის - სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერი, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;  ბ) სასწავლო კურსების ჩამონათვალი; გ) სდ-ის სტრუქტურული სქემა; დ)  მასწავლებელთა (ამ „წესის“ დანართი №1-ის შესაბამისად) და ინსტრუქტორთა (ამ „წესის“ დანართი №3-ის შესაბამისად) მონაცემები, აგრეთვე მათი განათლების, კვალიფიკაციის და შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთების (დიპლომი/ მოწმობა/სერტიფიკატი) ასლები;  ე)    საავიაციო შემადგენლობის/პერსონალის (შემდგომ - საავიაციო პერსონალი) თეორიული და პრაქტიკული მომზადების სასწავლო პროგრამები;  ვ) სასწავლო საგნებისა და ლიტერატურის (სახელმძღვანელო, კონსპექტი, წერილობითი და/ან ელექტრონული ვერსია და სხვა) სია, ამ „წესის“ დანართი №2-ის შესაბამისად; ზ) საავიაციო პერსონალის პროფესიული მომზადებისათვის გათვალისწინებული საჰაერო ხომალდების (შემდგომ - სასწავლო სხ), საავიაციო აღჭურვილობის, სწავლების ტექნიკური საშუალებების (შემდგომ - სტს) ჩამონათვალი; თ) საწაფების ჩამონათვალი, მათი დანიშნულებისა და ძირითადი ტექნიკური პარამეტრების  მითითებით; ი) სასწავლო სხ-ის საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელო (შემდგომ - სეს); კ) კურსანტების პროფესიული მომზადებისათვის გათვალისწინებული აეროდრომის (შემდგომ - სასწავლო აეროდრომი) ფრენების შესრულების ინსტრუქცია;  ლ) სასწავლო სხ-ის ექსპლუატანტის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტები იმ შესაძლო ზიანის საკომპენსაციოდ, რომელიც შეიძლება მიადგეს საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებს, კურსანტს ან მესამე პირებს ამ ექსპლუატანტის ქმედებით; მ) სდ-ის სასწავლო პროცესისა და პროცედურების სახელმძღვანელო, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის მე-15 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. მუხლი 5🔗. განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვა. განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება 1. სააგენტო, 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადებისა და თანდართული საბუთების შემცველი ინფორმაციის შესაბამისობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის, საქართველოს კანონმდებლობის და ამ „წესის“ მოთხოვნებთან. 2. განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ „წესის“ და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, სააგენტო განმცხადებელს მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განუსაზღვრავს ვადას (რომელიც არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები), რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების წერილობითი სათანადო დოკუმენტი ან ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით. 3. განცხადების, თანდართული საბუთების და შემცველი ინფორმაციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ „წესის“ მოთხოვნებთან შესაბამისობისას, ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში და ვადაში ნაკლოვანებების გამოსწორებისას,  სააგენტოს დირექტორის ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი სასერტიფიკაციო კომისია (შემდგომ - კომისია) განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ეცნობა სდ-ის ფაქტობრივ მდგომარეობას. 4. ადგილზე შემოწმების შედეგების მიხედვით, კომისია  ადგენს ოქმს, სადაც აღინიშნება სდ-ის ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისობა ამ „წესით“ და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან. ოქმი სავალდებულოდ უნდა შეიცავდეს კომისიის დასკვნას, რომელიც შეიძლება იყოს:  ა) დადებითი, თუ სდ-ის ფაქტობრივი მდგომარეობა შეესაბამება ამ „წესის“ მოთხოვნებს;  ბ) უარყოფითი, თუ სდ-ის ფაქტობრივი მდგომარეობა არ შეესაბამება ამ „წესის“ მოთხოვნებს. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, კომისიის ოქმში აისახება ყველა ის ნაკლოვანება, რომლის საფუძველზეც უარყოფითი დასკვნა იქნა მიღებული. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, სააგენტო წერილობით აცნობებს განმცხადებელს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც  განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების წერილობითი სათანადო დოკუმენტი ან ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით. 6. კომისია, განმცხადებლის ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე, ამოწმებს ნაკლოვანებების გამოსწორების მდგომარეობას და შემოწმების მასალებს შესაბამის დასკვნასთან ერთად ასახავს ოქმში. ამ პუნქტით გათვალისწინებული დასკვნა შეიძლება იყოს დადებითი (თუ ნაკლოვანებები გამოსწორებულია) ან უარყოფითი (თუ ნაკლოვანებები არ არის გამოსწორებული).  მუხლი 6🔗. გადაწყვეტილების მიღება. სერტიფიკატის გაცემა ან გაცემაზე უარის                   თქმა. სერტიფიკატის მოქმედების ვადა 1. კომისიის, ამ „წესის“ მე-5 მუხლის  მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-6 პუნქტით გათვალისწინებული, დადებითი დასკვნის შემთხვევაში, სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ღებულობს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაცემის თაობაზე და გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში გასცემს სერტიფიკატს დანართთან ერთად. 2.  სააგენტო ღებულობს სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას:   ა) განმცხადებლის მიერ, ამ „წესის“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში და ვადაში,  ნაკლოვანებების გამოუსწორებლობის შემთხვევაში; ბ) ამ „წესის“ მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში; გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. 3. სააგენტოს გადაწყვეტილება სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 2 წელი. 5. სერტიფიკატის და მისი დანართის ფორმა და შინაარსი განსაზღვრულია ამ „წესის“ დანართი №4-ით და დანართი №5-ით. 6. სერტიფიკატი და მისი დანართი ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე.  მუხლი 7🔗. სერტიფიკატის გაუქმება, მოქმედების ვადის შეჩერება, განახლება, ცვლილება, დუბლიკატის გაცემა. უწყებრივი სასერტიფიკაციო რეესტრი 1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებაზე, თუ: ა) სერტიფიკატის მფლობელი არღვევს სერტიფიკატის გაცემისათვის დადგენილ მოთხოვნებს; ბ) სერტიფიკატის მფლობელმა სააგენტოსთან შეუთანხმებლად შეიტანა ცვლილებები ან დამატებები ამ „წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პროგრამებში; გ) სერტიფიკატის მფლობელი არღვევს  სასწავლო პროცესის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.  2. სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება, სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების მოტივებისა და საფუძვლების მითითებით, წერილობით ეცნობება სერტიფიკატის მფლობელს. 3. სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერება ხდება დარღვევების აღმოფხვრამდე, მაგრამ სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან არაუმეტეს 3 თვით. 4. სერტიფიკატის მოქმედება განახლდება სააგენტოს გადაწყვეტილებით, სერტიფიკატის მფლობელის განცხადების საფუძველზე, თუ სააგენტო დარწმუნდება, რომ დარღვევები, რომელთა გამოც მოხდა სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერება, აღმოფხვრილია. 5. სერტიფიკატის გაუქმების საფუძვლებია: ა) სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ სერტიფიკატის მფლობელი ამ ვადაში  არ აღმოფხვრის იმ დარღვევებს, რის გამოც  სააგენტომ შეაჩერა  სერტიფიკატის მოქმედების ვადა;   ბ) სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნა; გ) სერტიფიკატის მფლობელის ლიკვიდაცია; დ) კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. 6. სერტიფიკატის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მისი  დუბლიკატი გაიცემა სააგენტოს მიერ, სერტიფიკატის მფლობელის განცხადების სააგენტოში რეგისტრაციიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. დუბლიკატს ზედა მარჯვენა კუთხეში უკეთდება წარწერა - „დუბლიკატი“. 7. სერტიფიკატში და/ან მის დანართში ცვლილებები ხორციელდება სააგენტოს მიერ იმ შემთხვევაში, თუ შეიცვალა ის პირობები, რომელთა მიხედვით გაცემული იყო სერტიფიკატი და მისი დანართი. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სდ მოვალეა, ახალი პირობებით საავიაციო პერსონალის პროფესიული მომზადების დაწყებამდე, სააგენტოში წარადგინოს განცხადება, სერტიფიკატში და/ან მის დანართში საჭირო ცვლილებების შეტანის თაობაზე. ცვლილებებთან დაკავშირებული განცხადების განხილვის, სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების და გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. 8. სააგენტოს სერტიფიკატის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის, მისი მოქმედების ვადის შეჩერების, განახლების, მისი გაუქმების და დუბლიკატის გაცემის შესახებ მონაცემები შეაქვს უწყებრივ სასერტიფიკაციო რეესტრში, გადაწყვეტილების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. 9. ნებისმიერ პირს უფლება აქვს გაეცნოს უწყებრივ სასერტიფიკაციო რეესტრში არსებულ მონაცემებს. მუხლი 8🔗. სასწავლო კურსები 1. სდ-ში შეიძლება განხორციელდეს საავიაციო პერსონალის პროფესიული მომზადების შემდეგი კურსები: ა) პირველადი მომზადების; და/ან ბ) ახალ ტექნიკაზე გადამზადების; და/ან გ) კვალიფიკაციის ამაღლების; დ) ოსტატობის დადასტურების; ე) საწაფზე მომზადების; ვ) სხვა (სააგენტოს გადაწყვეტილების შესაბამისად). 2. სასწავლო ჯგუფში მსმენელთა რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 20-ს (რეკომენდებული რაოდენობაა 6-12),  ხოლო  უცხო ენის შესწავლის სასწავლო ჯგუფში  -  8-ს. 3. სდ-ის ხელმძღვანელი ვალდებულია, სააგენტოს წერილობით აცნობოს ნებისმიერი კურსის/პროგრამის გახსნის/ამოქმედების თაობაზე მის/მათ გახსნამდე/ამოქმედებამდე. შეტყობინება უნდა შეიცავდეს კურსის/პროგრამის დამკვეთი ავიასაწარმოს სახელწოდებას და კურსის/პროგრამის სრულ დასახელებას, დაწყებისა და დამთავრების თარიღებს, მსმენელთა სავარაუდო რაოდენობას. 4. იმ შემთხვევაში, თუ სდ ატარებს ავიასპეციალისტთა მოწმობების გაცემის ან საკვალიფიკაციო აღნიშვნისათვის საჭირო გამოცდებს  ან/და პრაქტიკულ შემოწმებებს, სდ-მ უნდა განახორციელოს ეს ფუნქცია წინამდებარე წესის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-15 მუხლის პირველი პუქტის „კ“ ქვეპუნქტის  მოთხოვნების გათვალისწინებით. მუხლი 9🔗. სდ-ის პერსონალი 1. სდ-ში დანიშნული უნდა იქნას პასუხისმგებელი პირი, რომელიც უზრუნველყოფს სდ-ის შესაბამისობას სერტიფიცირებული სდ-ის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან. 2. სდ-ში უნდა დასაქმდეს საჭირო რაოდენობის პერსონალი, რათა უზრუნველყოფილი იქნას სასწავლო კურსების დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი. 3. პრაქტიკული სწავლების ინსტრუქტორთა კომპეტენცია უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ პროცედურებს და აკმაყოფილებდეს სააგენტოს მიერ დადგენილ მოთხოვნებს. 4. სდ-მ უნდა უზრუნველყოს, რომ სასწავლო პროცესში ჩართულ ინსტრუქტორთა სრულ შემადგენლობას (პედაგოგიურ პერსონალს), საკუთარი უფლება-მოვალეობებისა და შესასრულებელი ამოცანების შესაბამისად, მიღებული ჰქონდეთ პირველადი მომზადება და გადიოდნენ შემდგომი კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს. სდ-ის სასწავლო პროგრამები უნდა ითვალისწინებდეს ადამიანურ შესაძლებლობათა შესახებ ცოდნისა და უნარების გადაცემას, რომლის თაობაზეც სახელმძღვანელო მასალა შემუშავებული უნდა იყოს ICAO-ს ოფიციალური გამოცემის - Doc 9683 შესაბამისად. 5. სდ-ის მასწავლებლის მიმართ წაყენებული მოთხოვნები: ა) სდ-ის მასწავლებელს უნდა გააჩნდეს საქართველოს კანონმდებლობით  განსაზღვრული, შესაბამისი საგნის პედაგოგის საბუთი; ბ) სდ-ის მასწავლებელს, რომელიც ახორციელებს ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან უშუალოდ დაკავშირებული საგნების სწავლებას უნდა გააჩნდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ 43-ე მუხლის შესაბამისად გაცემული მასწავლებლის მოწმობა; გ) სდ-ის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს: -  სასწავლო საგნის სახელმძღვანელო, კონსპექტი ან ლექციების კურსის ელექტრონული ვერსია, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს ,,საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ” ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის დანართებით და საქართველოს კანონმდებლობით  განსაზღვრული მოთხოვნები, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო და მოწესრიგებულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მიმდინარე ცვლილებები და დამატებები; -  სასწავლო საგნის შესაბამისი ლიტერატურა და კომპეტენციის ფარგლებში სტს-ი; - საფრენოსნო პროგრამების შემთხვევაში - ფრენის ანალიზები მათი უსაფრთხოდ შესრულების კუთხით, ეკიპაჟების დამახასიათებელი შეცდომები და მათი თავიდან აცილების რეკომენდაციები; - სასწავლო საგნის ლექციების გეგმები. დ) სდ-ის მასწავლებელმა, სასწავლო მასალის გადაცემისას, უნდა დაიცვას ლოგიკური თანმიმდევრობა და მეცნიერული სიზუსტე. მას უნდა ჰქონდეს აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი და სწრაფად ერკვეოდეს მეცადინეობისას წარმოქმნილ ნებისმიერ ვითარებაში; ე) სამასწავლებლო საქმიანობას წინ უნდა უსწრებდეს საგანში საგანგებო მომზადება (მაგ., საჰაერო ხომალდის ან აღჭურვილობის ახალ ტიპზე გადამზადება), სასწავლო საგანთან დაკავშირებულ ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესწავლა. 6. წინამდებარე წესის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აღნიშნული ფუნქცია ხორციელდება სააგენტოს მიერ შესაბამისად უფლებამოსილი, ან სდ-ის მიერ სააგენტოსთან შეთანხმებული კრიტერიუმების შესაბამისად დანიშნული პერსონალის მიერ. მუხლი 10🔗. სასწავლო ბაზის მოწყობა 1. სასწავლო ბაზა ისე უნდა მოეწყოს, რომ მსმენელს საშუალება ჰქონდეს მიიღოს ის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რაც სასწავლო პროგრამებით არის გათვალისწინებული. 2. სდ-ს,  მისი ფუნქციის განხორციელების მიზნით,  ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულის გარდა, უნდა  გააჩნდეს:  ა) საგამოცდო ბილეთები და/ან ტესტები;  ბ) სასწავლო კურსებისა და გამოცდების განრიგი;  გ) პრაქტიკულ მეცადინეობებზე უსაფრთხოების ტექნიკის ინსტრუქტაჟის ჟურნალი;  დ) საგამოცდო უწყისები;  ე) სდ-ის დამთავრების დამადასტურებელი საბუთები;  ვ) სასწავლო-ტექნიკური ლიტერატურის ბიბლიოთეკა (ნაბეჭდი მასალა ან ელექტრონული ვერსია);  ზ) მასწავლებლებისა და ინსტრუქტორების კვალიფიკაციის ამაღლების გეგმა; თ) თვალსაჩინო საშუალებები; ი) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა, რომელიც მისაღები იქნება სააგენტოსათვის და, რომელიც უზრუნველყოფს სდ-ში სწავლების მეთოდების შესაბამისობას ყველა მოქმედ მოთხოვნებთან; კ) სააგენტოსათვის მისაღები  უსაფრთხოების მართვის სისტემა, თუ სდ-ის მიერ შეთავაზებული მომსახურება ეხება ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს. უსაფრთხოების მართვის სისტემა უნდა მოიცავდეს: - საფრთხეების (რისკების) განსაზღვრას; - ფრენების უსაფრთხოების მისაღები დონის შენარჩუნებისათვის საჭირო გამოსასწორებელი ღონისძიებების დანერგვის უზრუნველყოფას; - ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის მუდმივ მონიტორინგსა და რეგულარულ შეფასებებს; - ფრენების უსაფრთხოების მართვის სისტემის მუდმივი სრულყოფის საშუალებას; - უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა ხორციელდება სათანადო საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის შესაბამისად (Doc 9859). 3. თვალსაჩინო საშუალებები უნდა: ა) შეესაბამებოდეს სასწავლო საგნის შინაარსს, ასახოს მისი მთავარი საკითხები და მსმენელს მისი ათვისება გაუადვილოს; ბ) წარმოაჩენდეს საავიაციო ტექნიკის, მისი სისტემებისა და აგრეგატების ნაწილების ურთიერთქმედებას, მასში მიმდინარე პროცესებისა და მოვლენების დინამიკას, იყოს სამუშაოდ საიმედო და გამოსაყენებლად მოხერხებული. 4. გაუმართავი სტს-ით, აგრეთვე, შეცდომებით დაბეჭდილი ტექსტით სარგებლობა დაუშვებელია. 5. სდ-ის შენობა-ნაგებობების, სათავსოების, აუდიტორიების, კაბინეტ-ლაბორატორიების სანიტარული და ტექნიკური მოთხოვნები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. მუხლი 11🔗. საწაფი 1. თუ სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულია საწაფზე მომზადება, ის სერტიფიცირებულ საწაფზე (საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეებისათვის - ლიცენზირებული კომპიუტერული პროგრამით) უნდა ტარდებოდეს. 2. თუ საჰაერო ხომალდის მართვის შესაბამისი საწაფი არ არსებობს, სდ უფლებამოსილია შეიმუშაოს საკუთარი კონსტრუქციის საწაფი, რომელიც, სულ ცოტა, კაბინაში წვრთნისათვის დადგენილ მომზადებას უნდა უზრუნველყოფდეს.  მუხლი 12🔗. სასწავლო საჰაერო ხომალდი 1. სასწავლო  სხ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეტანილი უნდა იყოს „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში“. 2.  სასწავლო  სხ-ს უნდა გააჩნდეს: ა)  სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ფრენის ვარგისობის  მოქმედი სერტიფიკატი; ბ) სხ-ის დამამზადებელი სახელმწიფოს ან დამამზადებლის  მიერ დამტკიცებული სეს-ი; გ) მარტივი სამართი სისტემა და მართვის გაორმაგებული/დუბლირებული ორგანოები; დ) არანაკლებ 80 ცხენისძალიანი ძრავა; ე) ეკიპაჟის ორი წევრით არანაკლებ 3 საათის საფრენად სამყოფი საწვავის ავზი; ვ) ვარდნის შესრულებისა და იქიდან გამოსვლის შესაძლებლობა; ზ) გამძლე და ცვეთამედეგი აგებულება, რომელიც რთულ ტექნიკურ მომსახურებას არ საჭიროებს; თ) „ჰაერი-დედამიწა“ რადიოკავშირის სისტემა, შიდასასაუბრო მოწყობილობა, რადიოკომპასი; ი) სახელსაწყო და ღამის ფრენებისათვის საჭირო აღჭურვილობა (საჭიროებისას); კ) სიჩქარის, სიმაღლის, ბრუნების, სრიალის, დაფერდებისა და ტანგაჟის მაჩვენებლები. მუხლი 13🔗. სასწავლო აეროდრომი 1. სასწავლო აეროდრომი არ უნდა განთავსდეს საერთაშორისო აეროპორტის და სახელმწიფო ავიაციის აეროდრომის საჰაერო მოძრაობის სქემების ფარგლებში. 2. სასწავლო აეროდრომი: ა) განთავსებული უნდა იქნეს „საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და კლასიფიკაციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 31 ივლისის №371 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურა და კლასიფიკაციის“ მე-7 მუხლით განსაზღვრული „G“ კლასის საჰაერო სივრცეში ან მის სიახლოვეს; ბ) კომერციული პილოტების მოსამზადებლად აღჭურვილი უნდა იყოს სახელსაწყო ფრენის წესებით და ღამის ფრენებისათვის საჭირო მოწყობილობ(ებ)ით, აგრეთვე - მიმყვანი რადიოსადგურით; გ) ფრენების მართვისათვის, აღჭურვილი უნდა იყოს  სტაციონარული და/ან მობილური რადიოაღჭურვილობით; დ) არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში საავიაციო ტექნიკის შესანახად და ტექნიკური მომსახურებისათვის, უნდა აღიჭურვოს შესაბამისი სათავსოებით; ე) საწვავ-საპოხი მასალების შესანახად, გასაფილტრად, მინარევების შემცველობის შესამოწმებლად და საჰაერო ხომალდის გასაწყობად, უნდა იყოს აღჭურვილი შესაბამისი მოწყობილობ(ებ)ით, აგრეთვე - ხანძარსაწინააღმდეგო და საავარიო-სამაშველო საშუალებებით. 3. სასწავლო აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (ადზ) სიგრძე არ უნდა იყოს საჰაერო ხომალდის კონკრეტული ტიპის სეს-ით განსაზღვრულ ასაფრენ ან დასაფრენ (რომელიც უფრო მეტია) ორ დისტანციაზე ნაკლები, უსაფრთხოების ღერძულა ზოლების სიგრძე კი -  30 მ-ზე ნაკლები. 4. სასწავლო აეროდრომის: ა) ადზ-ის სიგანე სხ-ის სეს-ით დადგენილ მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს, მაგრამ არ უნდა იყოს ნაკლები:       ა.ა) ბუნებრივსაფარიანი ადზ-ს შემთხვევაში -  30 მ-ზე;        ა.ბ) ხელოვნურსაფარიანი ადზ-ს შემთხვევაში - 18 მ-ზე; ბ) უსაფრთხოების გვერდითი ზოლების სიგანე უნდა შეესაბამებოდეს სხ-ის სეს-ით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ არ უნდა იყოს 15 მ-ზე ნაკლები; გ) ადზ-ის გრძივი და განივი ქანობი 2%-ს, უსაფრთხოების ზოლებისა კი 5%-ს არ უნდა აღემატებოდეს; დ) ბუნებრივსაფარიანი ადზ-ის უსწორმასწორობა 0,03 მ-ს არ უნდა აღემატებოდეს (ეს მონაცემი სამმეტრიანი ლარტყით იზომება). 5. სასწავლო აეროდრომის საკონტროლო წერტილიდან  2000 მ-ის რადიუსით განთავსებული დაბრკოლებ(ებ)ის სიმაღლე - 45 მ-ს, 2700 მ-ის რადიუსით განთავსებულისა კი 80 მ-ს არ უნდა აღემატებოდეს, ამასთან, აფრენისა და დაფრენის სექტორებში დაბრკოლებების შემზღუდავი სიბრტყის დახრილობა, უსაფრთხოების ღერძულა ზოლის კიდიდან 1600 მ-ის ფარგლებში, 5%-ს (1:20) არ უნდა აღემატებოდეს. 6. სასწავლო აეროდრომის ადზ-ზე “სტარტი” შემდეგნაირად უნდა იშლებოდეს: ა) დასაფრენი ნიშანი (,,T”) იშლება ადზ-ის კიდიდან არანაკლებ 50მ-ის მანძილზე; ბ) აფრენა-დაფრენის მიმართულება, აფრენის შეწყვეტის მიჯნამდე, მოინიშნება თეთრი (ან კონტრასტული) ალმებით (50 მ-ის ინტერვალით, ორპილოტიანი თვითმფრინავისათვის და 25 მ-ის ინტერვალით, ერთპილოტიანისათვის); გ) აფრენის შეწყვეტის მიჯნა მოინიშნება წითელი ფერის ალმით. მუხლი 14🔗. მეთვალყურე 1. სდ ვალდებულია სასწავლო-საწვრთნელ ფრენებს გაუწიოს სამეთვალყურეო მომსახურება და ამ მიზნით იყოლიოს საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოვალეობების შემსრულებელი ორი ავიასპეციალისტი  მაინც და იქონიოს შესაბამისი აღჭურვილობა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოვალეობები შეიძლება შეასრულოს როგორც „საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობის“ მფლობელმა, ასევე - პილოტ-ინსტრუქტორმა, რომელსაც აქვს პილოტ-ინსტრუქტორის შესაბამისი მოქმედი მოწმობა, რომელშიც გაკეთებული უნდა იყოს შემდეგი ჩანაწერი: „დაშვებულია სდ-ის საწვრთნელი ფრენების სამეთვალყურეო მომსახურებაზე“. მუხლი 15🔗. სდ-ის სასწავლო პროცესისა და პროცედურების სახელმძღვანელო 1. სდ შეიმუშვებს და სააგენტოში შესათანხმებლად წარადგენს სასწავლო პროცესისა და პროცედურების სახელმძღვანელოს, რომელიც შესაძლებელია შედგებოდეს სხვადასხვა ნაწილებისაგან, მაგრამ უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფომაციას: ა) სდ-ის უფლებამოსილების ფარგლებში განსახორციელებელი სასწავლო კურსების ზოგად აღწერასა და შინაარსს; ბ) სასწავლო პროგრამების შინაარსს, სწავლების უზრუნველყოფის საშუალებების, მასალებისა და გამოსაყენებელი აღჭურვილობების მითითებით; გ) სასწავლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის აღწერას, წინამდებარე წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად; დ)  სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი შენობა-ნაგებობების აღწერილობას და მოწყობილობების აღწერილობას; ე) იმ პირის ვინაობას, კვალიფიკაციასა და უფლება-მოვალეობებს, რომელიც ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად დანიშნულია სდ-ის სერტიფიცირების პირობებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე  პასუხისმგებელ პირად; ვ) სასწავლო კურსების დაგეგმვის, განხორციელებისა და კონტროლისათვის დანიშნული პასუხისმგებელი პერსონალის უფლება-მოვალეობების და საკვალიფიკაციო მოთხოვნების აღწერას ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად; ზ) ამ წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ინსტრუქტორთა შემადგენლობისათვის კვალიფიკაციის დადგენისა და შენარჩუნებისათვის განსაზღვრული პროცედურების აღწერას; თ) წინამდებარე წესის მე-16 მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებული სწავლების ჩანაწერების შესრულებისა და შენახვის მეთოდების აღწერას; ი) ექსპლუატანტის მოთხოვნებთან და პროცედურებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პერსონალის დამატებითი სწავლებების საჭიროების განსაზღვრის აღწერა. კ) წინამდებარე წესის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ ფუნქციის შესრულებისათვის უფლებამოსილ პირთა შერჩევის, დანიშვნის, როლისა და ვალდებულებების აღწერა, აგრეთვე სააგენტოს მიერ ამ მიზნით დადგენილი მოთხოვნების უზრუნველყოფის შესაბამისი პროცედურის აღწერა. 2. სდ-მ უნდა უზრუნველყოს სასწავლო პროცესისა და პროცედურების სახელმძღვანელოს განახლება აუცილებლობიდან გამომდინარე, რათა შენარჩუნებულ იქნეს მისი შესაბამისობა მოთხოვნებთან; 3. სახელმძღვანელოში შესული ცვლილების თაობაზე ეცნობება ყველა დაინტერესებულ მხარეს.  მუხლი 16🔗. სდ-ში ჩანაწერების შენახვის პირობები 1. სდ-მ უნდა უზრუნველყოს მსმენელთა (სტუდენტთა) შესახებ დეტალური ჩანაწერების შენახვა ისეთი სახით, რომ შესაძლებელი იყოს მათ მიერ განვლილი სასწავლო კურსების შესაბამისობის დადგენა სდ-ის სერტიფიცირების პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. 2. სდ-მ უნდა უზრუნველყოს ინსტრუქტორთა და გამომცდელთა კვალიფიკაციის შენარჩუნებისა და მომზადების  დამადასტურებელი ჩანაწერების შენახვა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერები ინახება სწავლების დასრულებიდან არანაკლებ 2 წლის განმავლობაში, ხოლო, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერები - არანაკლებ 2 წლის განმავლობაში, რაც ინსტრუქტორი ან გამომცდელი დაასრულებს სდ-ში თავისი ფუნქციების  შესრულებას.