,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ,,აჟარის (ზემო აფხაზეთი) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №343
2007 წლის 4 ივლისი
ქ. თბილისი
,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ,,აჟარის (ზემო აფხაზეთი) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე
1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ,,აჟარის (ზემო აფხაზეთი) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“(საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 2 ივლისის №1-1/993 ბრძანება).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი