📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 25.10.2013
ძალის დაკარგვა 06.02.2014
გამომცემი ორგანო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.157.016132
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 340 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.10.2013 მიღება
06.02.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი მესტვირიშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
I mG I TL
0.23 1
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 5 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ                               თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №28 2013 წლის 25 ოქტომბერი ქ. თეთრიწყარო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ” ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 განისაზღვროს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი 1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013  წლის 8 თებერვლის №4 დადგენილება „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი მესტვირიშვილი დანართი 1 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი მუხლი 1🔗  სახელმწიფო და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: Cn = I mG I TL X C X K, სადაც: ა) Cn არის 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი; ბ) I mG არის შესაბამისი დასახელების მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც ქ. თეთრიწყაროსათვის 0.23-ის ტოლია; გ) I TL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს; დ) C არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0.24 ლარის ტოლია; ე) K არის შესაბამისი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოს მიერ დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომელიც უდრის 90-ს.    მუხლი 2🔗 პირველი მუხლის მიხედვით ქ. თეთრიწყაროში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: I mG I TL C K Cn (ლარი) 0.23 1 0.24 90 4.968 მუხლი 3🔗 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (გარდა ქ.თეთრიწყაროსი) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: ა) დაბა მანგლისში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ. თეთრიწყაროსათვის დადგენილი ფასის ოდენობით, რაც შეადგენს 4.968 ლარს. ბ) სოფლებში და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიაზე მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. თეთრიწყაროსათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 2.484 ლარს“.