სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.02.2011 ძალადაკარგული 27.01.2012
ნომერი
№3/3
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.157.016038
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 250211, 25/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №3/3

2011 წლის 18 თებერვალი

ქ. თეთრიწყარო

სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

   „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის „ქ” ქვეპუნქტის „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტისა და 25-ე მუხლის შესაბამისად,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დაადგინა:

1.      დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის არსებობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი 1).

2.      ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2010 წლის 29 იანვრის №1/5 დადგენილება.

3.      დადგენილება ძალაშია კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნებისთანავე.

   საკრებულოს თავმჯდომარე  გ. მესტვირიშვილი   

 

დანართი 1

სახელმწიფო და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

    მუხლი 1

სახელმწიფო და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი გამოიანგარიშება

 შემდეგი ფორმულის მიხედვით:

Cn = I mG I TL X C X K, სადაც:

ა) Cn არის 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) I mG არის შესაბამისი დასახელების მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც ქ. თეთრიწყაროსათვის 0.23-ის ტოლია;

გ) I TL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს;

დ) C არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0.24 ლარის ტოლია;

ე) K არის შესაბამისი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს  _  საკრებულოს მიერ დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომელიც უდრის 90-ს.

    მუხლი 2

პირველი მუხლის მიხედვით ქ.თეთრიწყაროს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

I mG

I TL

C

K

Cn (ლარი)

0.23

1

0.24

90

4.968

 

    მუხლი 3

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

ა) დაბა მანგლისში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ. თეთრიწყაროსათვის დადგენილი ფასის 90 %-ის ოდენობით, რაც შეადგენს 4.4712 ლარს;

ბ) სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. თეთრიწყაროსათვის დადგენილი ფასის 25 %-ის ოდენობით, რაც შეადგენს 1.242 ლარს;

გ) დასახლებათაშორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს                                         ქ. თეთრიწყაროსათვის დადგენილი ფასის 50 %-ის ოდენობით, რაც შეადგენს 2.484 ლარს.

დ) დასახლებათაშორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში თითოეულ მხარეს არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ.თეთრიწყაროსათვის დადგენილი ფასის 50 %-ის ოდენობით, რაც შეადგენს 2.484 ლარს.