სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №3/3
2011 წლის 18 თებერვალი
ქ. თეთრიწყარო
სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის „ქ” ქვეპუნქტის „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტისა და 25-ე მუხლის შესაბამისად,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის არსებობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი 1).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2010 წლის 29 იანვრის №1/5 დადგენილება.
3. დადგენილება ძალაშია კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. მესტვირიშვილი
დანართი 1
სახელმწიფო და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
მუხლი 1
სახელმწიფო და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი გამოიანგარიშება
შემდეგი ფორმულის მიხედვით:
Cn = I mG I TL X C X K, სადაც:
ა) Cn არის 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) I mG არის შესაბამისი დასახელების მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც ქ. თეთრიწყაროსათვის 0.23-ის ტოლია;
გ) I TL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს;
დ) C არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0.24 ლარის ტოლია;
ე) K არის შესაბამისი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს _ საკრებულოს მიერ დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომელიც უდრის 90-ს.
მუხლი 2
პირველი მუხლის მიხედვით ქ.თეთრიწყაროს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
| I mG | I TL | C | K | Cn (ლარი) |
| 0.23 | 1 | 0.24 | 90 | 4.968 |
მუხლი 3
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
ა) დაბა მანგლისში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ. თეთრიწყაროსათვის დადგენილი ფასის 90 %-ის ოდენობით, რაც შეადგენს 4.4712 ლარს;
ბ) სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. თეთრიწყაროსათვის დადგენილი ფასის 25 %-ის ოდენობით, რაც შეადგენს 1.242 ლარს;
გ) დასახლებათაშორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. თეთრიწყაროსათვის დადგენილი ფასის 50 %-ის ოდენობით, რაც შეადგენს 2.484 ლარს.
დ) დასახლებათაშორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში თითოეულ მხარეს არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ.თეთრიწყაროსათვის დადგენილი ფასის 50 %-ის ოდენობით, რაც შეადგენს 2.484 ლარს.