თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა თანამდებობების დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.10.2013 ძალადაკარგული 21.11.2014
ნომერი
№30
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.157.016134
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/11/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

                      თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №30

2013 წლის 25 ოქტომბერი

ქ. თეთრიწყარო

 

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა თანამდებობების დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
დამტკიცდეს ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის  საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები' (დანართი №1).

 

მუხლი 2
დაევალოთ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსს არაუგვიანეს 10 ნოემბრისა საკრებულოს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგინონ  თვითმმართველობის საჯარო მოხელთა სამუშაოთა აღწერილობები დანართი №2 ფორმის შესაბამისად.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი მესტვირიშვილი



დანართი №1
თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი თვითმმართველობის  მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა საჯარო მოხელეს, გარდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოხელეებისა, მოეთხოვება:
1. ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
2. საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”
დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები);
ვ) თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი);
ზ) თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის გამგეობის  დებულება;
თ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულება.
მუხლი 2
გამგებლის, გამგებლის  მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული  უნარები და ხელმძღვანელ თანამდებობაზე (საჯარო ან კერძო სამსახურში) მუშაობის  არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
მუხლი 3
გამგეობის  სამსახურის უფროსის, საკრებულოს აპარატის უფროსის, თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ან ტექნიკური განათლება შესაბამის სფეროში, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული  უნარები და ხელმძღვანელ ან უფროს თანამდებობაზე (საჯარო ან კერძო სამსახურში) მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
მუხლი 4
გამგეობის  სამსახურის უფროსის მოადგილის, სამსახურის განყოფილების უფროსის, მთავარი სპეციალისტის  თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან ტექნიკური განათლება შესაბამის სფეროში და არანაკლებ სპეციალისტის თანამდებობაზე (საჯარო ან კერძო სამსახურში) მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
მუხლი 5
წამყვანი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან ტექნიკური განათლება შესაბამის სფეროში და საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
მუხლი 6
სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან ტექნიკური განათლება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.

დანართი №2
ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის სამუშაოთა

აღწერილობა

 

ზოგადი ინფორმაცია

ორგანიზაციული ერთეული

 

თანამდებობის დასახელება

 

პოზიცია (ფუნქცია)

 

ანაზღაურება

 

სამუშაოს განაკვეთი

 

ძირითადი მოვალეობები

ფუნქცია

პრიორიტეტულობა

დროის დანახარჯი (%)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ანგარიშვალდებულება

 

 

 

ანგარიშვალდებულობის ფორმა

 

 

 

სამსახურეობრივი ზედამხედველობა

 

 

 

ზედამხედველობის ფორმა

 

 

 

საქმიანი შიდა კონტაქტი

 

 

 

 

 

შიდა კონტაქტის ფორმა

 

 

 

საქმიანი გარე კონტაქტი

 

 

 

 

 

გარე კონტაქტის ფორმა

 

 

 

სამუშაოს შესასრულებლად გამოყოფილი მატერიალური რესურსები

 

 

 

 

 

 

სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო განათლება და გამოცდილება

განათლება (ხარისხი)

სავალდებულო

სასურველი

 

 

სფერო/ფაკულტეტი

სავალდებულო

სასურველი

 

 

სამუშაო გამოცდილება

დარგი

 

გამოცდილების ხანგძლივობა

სავალდებულო

სასურველი

 

 

სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო ნორმატიული აქტები

საქართველოს კონსტიტუცია;

ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”

საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”

საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები)

------------- მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ქალაქის) საკრებულოს დებულება (რეგლამენტი)

------------- მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ქალაქის) გამგეობის (მერიის) დებულება

-------------- სამსახურის დებულება

 

დანარჩენ გრაფებში მიეთითება ფუნქციების შესასრულებლად საჭირო სხვა ნორმატიული აქტები

 

 

 

 

 

 

სპეციალური ტრენინგები

ტრენინგების თემატიკა

 

 

 

 

უცხოური ენა

სავალდებულო

სასურველი

 

 

უცხოური ენების ცოდნის დონე

ვერბალური კომუნიკაცია

წერილობითი კომუნიკაცია

 

 

კომპიუტერული პროგრამები

თემატური კატეგორია

ცოდნის დონე

 

 

 

 

საკვანძო კომპეტენციები

სავალდებულო

სასურველი