2. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს კანონით ან მთავრობის დადგენილებით.

3. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება შეიძლება შეიქმნას თავდაცვის, სამართალდამცავ, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის, სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურის ან სხვა სფეროში სახელმწიფოებრივი ამოცანებისა და საჯარო ფუნქციების შესასრულებლად.

4. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

5. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებას ამტკიცებს შესაბამისი მინისტრი, ხოლო სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებას − ამ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებაზე ვრცელდება ამ კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები.

6. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს შესაბამისი მინისტრის წარდგინებით, ხოლო სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს ამ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

7. (ამოღებულია - 04.10.2013, №1463).

71. (ამოღებულია - 04.10.2013, №1463).

72. (ამოღებულია - 04.10.2013, №1463).

8. (ამოღებულია).

9. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მმართველობის სფეროში შესაძლებელია შედიოდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით. ამ პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №806 - სსმ I, №39 25.12.2004 წ., მუხ.185

საქართველოს 2008 წლის 10 ოქტომბრის კანონი №345 - სსმ I, №27 27.10.2008 წ., მუხ.169

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1931 - სსმ I, №32 06.11.2009 წ., მუხ.194

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1904 - სსმ I, №35 19.11.2009 წ., მუხ.214

საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.

საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4068 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3994 - ვებგვერდი, 26.12.2023წ.

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №813 – ვებგვერდი, 01.07.2025