2. სახელმწიფო რწმუნებული არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე მთავრობის წარმომადგენელი. სახელმწიფო რწმუნებულს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა.
3. სახელმწიფო რწმუნებული:
ა) მთავრობის დავალების შემთხვევაში კოორდინაციას უწევს საქართველოს სამინისტროების ტერიტორიულ ორგანოთა საქმიანობას;
ბ) მთავრობის დავალებით კოორდინაციას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ცალკეული ღონისძიებების განხორციელებას;
გ) უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს მთავრობის სხდომებში;
დ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4916 - სსმ I, №22 19.06.2007 წ., მუხ.199
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1976 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3453 – ვებგვერდი, 09.10.2018