📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.10.2013
ძალის დაკარგვა 10.06.2015
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
სარეგისტრაციო კოდი დასახელება ______________________________________
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 930 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.10.2013 მიღება
10.06.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (4)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
პროგრამული კოდი პროგრამის ან ქვეპროგრამის დასახელება
პროგრამული კოდი ___________ დასახელება ______________________________________
საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლი გეგმა ნაზარდი ჯამით
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №24 2013 წლის 24 ოქტომბერი ქ. ბათუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ 1. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 92-ე მუხლისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 33​1 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს: ა) ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესი”, თანახმად №1 დანართისა; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობა, თანახმად №2 დანართისა; გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება სახაზინო სამსახურის ცნობა ფინანსური მდგომარეობის შესახებ,  თანახმად №3 დანართისა. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის“ დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 20 აპრილის №16  დადგენილება. 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე    დანართი №1 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური  ბიუჯეტით გამოყოფილი  ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის  მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესი მუხლი 1🔗 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 92-ე მუხლისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 33​1 მუხლის საფუძველზე. 2. ეს წესი განსაზღვრავს მხარჯავი დაწესებულებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების, წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელებიდან სამართლებრივი აქტის საფუძველზე მხარჯავი დაწესებულებისთვის ან/და საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელების პროგრამული კოდისათვის გამოყოფილი სახსრების, აგრეთვე საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების მექანიზმს. 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უფლებამოსილია აჭარის მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის, პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში. ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, უნდა წარედგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს. 4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით მხარჯავი დაწესებულებისათვის განსაზღვრული პროგრამების ასიგნებებს შორის თანხების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს წლიური საბიუჯეტო კანონით მისთვის დამტკიცებული ასიგნებების „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით“ განსაზღვრული პროცენტის ფარგლებში (გარდა საბიუჯეტო კოდექსის 90-ე და 91-ე მუხლების შესაბამისად გამოყოფილი ასიგნებებისა). 5. მხარჯავი დაწესებულებების ერთი პროგრამის ფარგლებში არსებული ქვეპროგრამების და საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელების ასიგნებების, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილება (შემდგომში – გადანაწილება) შეიძლება განხორციელდეს ამ დადგენილებით დადგენილი წესით, შეუზღუდავად. 6. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და მხარჯავი დაწესებულების მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში. 7. მხარჯავი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი წინადადებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან თანხები შეიძლება გადანაწილდეს საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელებზე, საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელებისათვის დამტკიცებული ასიგნებების საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული პროცენტის ფარგლებში. 8. წლიური საბიუჯეტო კანონის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში მიუღებლობის შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით გასცემს თანხებს „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ მე-13 მუხლის  შესაბამისად. მუხლი 2🔗 1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური  ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ეფექტიანად ხარჯვის მიზნით მხარჯავი დაწესებულება გადანაწილების შესახებ მოთხოვნას (შემდგომში – მოთხოვნა) წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელების კვარტლებს, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის თანხების გადანაწილებაზე, კანონმდებლობის შესაბამისად გადაწყვეტილებას იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის წარდგენილ მოთხოვნაში აუცილებელია მოყვანილ იქნეს შესაბამისი დასაბუთება მხარჯავი დაწესებულების მიერ მოთხოვნილ გადანაწილებაზე. მხარჯავ დაწესებულებას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მოთხოვნის შინაარსსა და გადანაწილების მიზანშეწონილობაზე. მხარჯავმა დაწესებულებამ მოთხოვნასთან ერთად უნდა წარმოადგინოს სახაზინო სამსახურის ცნობა ფინანსური მდგომარეობის შესახებ №3 დანართის შესაბამისად. 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით მხარჯავი დაწესებულებისათვის გამოყოფილი ასიგნებების კვარტალებს, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე მხარჯავი დაწესებულების მოთხოვნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტი განიხილავს და არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს გადანაწილების თაობაზე. 4. ასიგნებების გადანაწილებაზე მიღებული დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის  სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტი ამზადებს ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას (დანართი №2) და ახორციელებს ცვლილებას განწერით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით. 5. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ადასტურებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი ან/და საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი და ამავე დეპარტამენტის შესაბამისი განყოფილების  უფროსი. აღნიშნულ ცნობას ენიჭება თარიღი და ნომერი. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობა მზადდება 3 ეგზემპლარად. თითო ეგზემპლარი ეგზავნება სახაზინო სამსახურსა და მხარჯავ დაწესებულებას ან/და საბიუჯეტო ორგანიზაციას, ხოლო ერთი ეგზემპლარი რჩება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტში. 6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობით ასევე ზუსტდება საერთო-სახელმწიფოებრივი და საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელე­ბით გათვალისწინებული ასიგნებები. 7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახური თანხების გაცემას ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საბიუჯეტო დეპარ­ტა­მენტის მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობით მხარჯავი დაწესებუ­ლებების დაზუსტებული გეგმების შესაბამისად. 8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გადანაწილებაზე გადაწყვეტილების შესახებ მხარჯავ დაწესებულებას ეცნობება წერილობით.     დანართი №2 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობა №    20____ წლის _________________   (მხარჯავი დაწესებულება, საბიუჯეტო ორგანიზაცია)     (ცვლილების საფუძველი, თარიღი, ნომერი)     (ცვლილების შინაარსი) (ლარებში) პროგრამული კოდი პროგრამის ან ქვეპროგრამის დასახელება  საბიუჯეტო კლასიფიკაციის  მუხლის დასახელება ცვლილება (+ზრდა/-კლება) წლიური თანხა  I კვ.   II კვ.   III კვ.   IV კვ.  სულ ჯამი 1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნება 2. სარეზერვო ფონდი 3. წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა 4. დანარჩენი ცვლილება საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი:                                      განყოფილების უფროსი:   დანართი №3 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება სახაზინო სამსახურის ცნობა ფინანსური მდგომარეობის შესახებ რიცხვი ________ თვე __________ წელი __________ პროგრამული კოდი ___________ დასახელება ______________________________________ საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლი გეგმა ნაზარდი ჯამით ვალდებულება რესურსი მიმდინარე კვარტალის გეგმა პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა შტამპი