აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 29.10.2013
ძალის დაკარგვა 05.03.2014
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.110.016137
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით თოფურია | აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| IMG | ITL |
| 0,47 | 1 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 27.02.2014
- აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 13.02.2012
📋 აუქმებს — 1 აქტი
- აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 28.02.2013
დოკუმენტის ტექსტი
აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №29
2013 წლის 29 ოქტომბერი
ქ. აბაშა
აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 22-ე მუხლის, პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
და ა დ გ ი ნ ა:
მუხლი 1🔗
აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს №1 დანართის მიხედვით;
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აბაშის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ„ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №10 დადგენილება (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ 04/03/2013 სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.110.016118);
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით თოფურია
აბაშის მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის ნორმატიული ფასის განაკვეთები
მუხლი 1🔗
აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში _ მიწის ნორმატიული ფასი) განისაზღვრება, შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
CN = IMG X ITL X C X K, სადაც:
1.1 CN _ არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი;
1.2 IMG _ არის ქ. აბაშის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის #784 ბრძანებულებით დამტკიცებული მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის შესაბამისად, ქ. აბაშისათვის 0,47-ის ტოლია;
1.3 ITL _ არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც ქ. აბაშასათვის უდრის 1-ს, ვინაიდან საქარათველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის #784 ბრძანებულებით დამტკიცებული მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის შესაბამისად, ქ. აბაშისათვის ზონირება არ არის რეკომენდებული;
1.4 C _ არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვადრატულ მეტრზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, წლიური გადასახადის საბაზისო განაკვეთი, რომელიც უდრის 0,24 ლარს;
1.5 K _ არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა დაადგინეს 140-ით.
მუხლი 2🔗
პირველი პუნქტის მიხედვით, ქ. აბაშაში 1 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დააგდინეს შემდეგი სახით:
IMG
ITL
C
K
CN
0,47
1
0,24
140
15,792
მუხლი 3🔗
აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი “საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის #287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის საზღვარი) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. აბაშაში დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100%-ის ოდენობით, ანუ 15.792 ლარით.
მუხლი 4🔗
აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი ‘’საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის (აბაშა-მარტვილის და აბაშა _ გაღმა კოდორი _ გულეიკარი _ ჯაპანის) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. აბაშაში დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით, ანუ 7.896 ლარით;
მუხლი 5🔗
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. აბაშაში დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით, ანუ 7.896 ლარით, ხოლო დასახლებათა შორის არეალებში, გარდა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში არსებული არეალებისა, 25%-ის ოდენობით, ანუ 3.948 ლარით.