კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№03/182
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/11/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება  №03/182

2013 წლის 28 ოქტომბერი

ქ. თბილისი

კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

 

საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა  სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლებისა და ,,კულტურული მემკვიდრეობის  შესახებ”  საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ამ ბრძანების  დანართში მითითებულ ობიექტებს.

2. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში  ბრძანების დანართში  მითითებული ობიექტების მონაცემების სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვა.

3. ეთხოვოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს, წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნა დანართში მითითებული ძეგლებისათვის კატეგორიის მინიჭების თაობაზე;

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბრძანება  შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქუჩა № 7).

 

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                                     მანანა ბერიკაშვილი

 

დანართი

 

ფოტო

სახელწოდება

ადგილმდებარე- ობა/ მისამართი

სახეობა

თარიღი

 

გრაფინია ფესენკოს აგარაკი/ მახინჯაურის ბავშთა სახლი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. მახინჯაური

არქიტექტურის

XX საუკუნის დასაწყისი

 

ხაბელაშვილების ხის კოჭებიანი ხიდი

შუახევის მუნიციპალიტეტი, სოფ. ხაბელაშვილი

არქიტექტურის, საინჟინრო

XVIII ს.

 

მახოს ხის ხიდი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. მახო

არქიტექტურის, საინჟინრო

გვიანი შუა საუკუნეები