1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში:

ა) თვის ლიმიტი განისაზღვრება ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების 1/12-ით.

ბ) მომსახურების დაფინანსება ხორციელდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მათ შორის, სტაციონარული დეტოქსიკაციის ღირებულება განისაზღვრება არაუმეტეს 1250 ლარისა, ხოლო პირველადი რეაბილიტაციის ღირებულება, არაუმეტეს 1000 ლარისა.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების თვის ვაუჩერის ღირებულება განისაზღვრება 215 ლარის ოდენობით. ამასთან, ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელებისას პაციენტის მხრიდან გათვალისწინებულია თანაგადახდა, რაც  ერთი თვის განმავლობაში შეადგენს 110 ლარს. თანაგადახდა არ ეხებათ აივ-ინფიცირებულებს და „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ იმ ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.

3. პროგრამის მე-3 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით. ამასთან, ყოველთვიურად დაფინანსდება არაუმეტეს 1800 ვაუჩერისა.

4. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მედიკამენტებით პროგრამის მოსარგებლეთა უზრუნველყოფა ხდება უსასყიდლოდ (თანაგადახდის გარეშე), კომპონენტისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებშ