1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა განისაზღვრება გეგმურ სტაციონარულ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად. ამასთან:
ა) პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში სსიპ ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრი უზრუნველყოფს პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაციას რიგითობის დაცვით, სადაც პრიორიტეტი ენიჭება ბენეფიციარებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
ა.ა) პაციენტები, რომლებსაც ჯერ არ უსარგებლიათ „ნარკომანიის სახელმწიფო პროგრამის“ „სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის“ კომპონენტით;
ა.ბ) აივ-ინფიცირებული/შიდსით დაავადებული პირები;
ა.გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს;
ა.დ) 18‑25 წლამდე ასაკის პაციენტები;
ბ) პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში დარეგისტრირებული მოსარგებლეებისთვის სსიპ ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრი ვალდებულია შესთავაზოს პაციენტს პროგრამის ფარგლებში მიმწოდებლად დარეგისტრირებულ დაწესებულებებში ვაუჩერით განსაზღვრული მომსახურების მიღება. ამასთან, პაციენტი უფლებამოსილია თვითონ აარჩიოს მიმწოდებელი დაწესებულება. ალტერნატიულ დაწესებულებაში მკურნალობაზე უარის თქმა, არ განაპირობებს პაციენტისთვის პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიღების შეზღუდვას.
გ) პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში მოსარგებლის რეგისტრაციის ფორმასა და წესს განსაზღვრავს სსიპ ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრი სამინისტროსთან შეთანხმებით.
2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმურ ამბულატორიულ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის მიხედვით, ამასთან:
ა) პაციენტის ჩართვა პროგრამაში მიმწოდებლის მიერ უნდა განხორციელდეს ,,ოპიოიდური ნარკომანიის დროს ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამების განხორციელების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 იანვრის N37/ნ ბრძანებით განსაზღვრული პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებისა და ჩართვის წესის მოთხოვნათა დაცვით;
ბ) პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიმწოდებლი ვალდებულია უზრუნველყოს მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესყიდული საქონლის მიმღები ბენეფიციარის რეგისტრაცია (ელექტრონული სისტემის საშუალებით) და მედიკამენტების ბრუნვის შესახებ ინფორმაციის დადგენილი ფორმით განმახორციელებლისთვის მიწოდება.
3. ჩანაცვლებითი თერაპიის კომპონენტის ფარგლებში პაციენტთა ჩართვისას უპირეტესობა ენიჭება მეთადონის გამოყენებას, თუკი არ არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული წინააღმდეგობები მეთადონის გამოყენებასთან დაკავშირებით.
4. ბუპრენორფინ–ნალოქსონით ჩანაცვლებით თერაპიაში პაციენტების ჩართვა ხორციელდება შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ–ერთის არსებობის შემთხვევაში:
ა) პაციენტის ასაკი 25 წელზე ნაკლები;
ბ) დადასტურებულია მეთადონის მიმართ პაციენტის ინტოლერანტობა;
გ)არის კლინიკური ჩვენებები, როდესაც დასტურდება მეთადონის გამოყენების უკუჩვენება.
5. პროგრამის მე–3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის ფარგლებში შესყიდული ჩანაცვლებითი ნარკოტიკის მე–3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელ დაწესებულებებში განაწილებისა და ასევე, მედიკამენტების შესასყიდი რაოდენობის დაგეგმარებას უზრუნველყოფს სსიპ –– ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრი.
დანართი N11
ფსიქიკური ჯანმრთელობა
პროგრამული კოდი – 35 03 03