1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში მომსახურების გაწევა ხორციელდება საქართველოს ფარგლებს გარეთ. ასეთ შემთხვევაში დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის საშუალებით.

3. პროგრამის  მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული სადაზღვევო ვაუჩერის მეშვეობით.

4. პროგრამის  მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ფარგლებში დაავადების შესაბამისი პროფილის კვალიფიციური ექიმის მიერ გაწეული საქმიანობის ანაზღაურება ხორციელდება პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებასთან (სააგენტოსთან) გაფორმებული ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზ