1. პროგრამის  მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება შემდეგნაირად:

ა) მოსარგებლის განსაზღვრა და განმახორციელებლის ინფორმირება ხორციელდება N331 დადგენილების შესაბამისად;

ბ) თუ №331 დადგენილების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მომსახურების/საქონლის მიწოდება ხორციელდება/განხორციელდა საქართველოში, განმახორციელებელი აფორმებს ხელშეკრულებას გადაწყვეტილებაში მითითებულ დაწესებულებასთან. ამასთან, გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მოსარგებლისათვის გაწეული მომსახურების/მიწოდებული საქონლის ასანაზღაურებლად მიმწოდებლის მიერ განმახორციელებლთან წარდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრი და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) თუ №331 დადგენილების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მომსახურების/საქონლის მიწოდება ხორციელდება/განხორციელდა საქართველოს ფარგლებს გარეთ:

გ.ა) წინასწარი დაფინანსების შემთხვევაში მოსარგებლემ ან მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა უნდა აიღოს წერილობითი ვალდებულება წინასწარ დადგენილი ფორმით, რომ მომსახურების/საქონლის მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა განმახორციელებელს წარუდგენს შესრულებული სამუშაოს ანგარიშს და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს;

გ.ბ) თუ მოსარგებლეს უკვე მიღებული აქვს №331 დადგენილების შესაბამისად დასაფინანსებელი მომსახურება/საქონელი, ანგარისშწორებას ახორციელებს განმახორციელებელი მიმწოდებლის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც შეიძლება წარდგენილი იქნეს მოსარგებლის (მისი წარმომადგენლის) მიერ;

დ) არ ვრცელდება დადგენილების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირობები.

2. პროგრამის  მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს მხოლოდ მიმწოდებლის მიერ განმახორციელებლისათვის ყოველთვიურად დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრის და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას.

3. პროგრამის  მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ფარგლებში ანგარიშგება პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებასთან (სააგენტოსთან) განხორციელდება კომისიის თავმჯდომარის მიერ, შესრულებული სამუშაოს დადასტურების შემთხვევაშ