განჩინება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/2826-08
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2013 წლი ს 28 ოქტომებრი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა’’-ს კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას” მიმართ.
სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნ ე ს სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას” კრედიტორთა კრება დაგვიანებით წარმოდგენილი მოთხოვნების განხილვის მიზნით.
`გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ~ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს `საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.~
სასამართლომ იხელმძღვანელა `გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ~ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მოწვეულ იქნ ე ს სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. დაგვიანებით წარმოდგენილი მოთხოვნების განხილვა.
2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნ ე ს 2013წლის08 ნოემბერს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის№24 სხდომის დარბაზში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ,№6).
3. დაევალოს სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“რეაბილიტაციის მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება `საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი