სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის ძირითადი საშუალებების საკუთრებაში გადაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№557
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 11, 22/11/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №557

2006 წლის 29 ნოემბერი

ქ. თბილისი

სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის ძირითადი საშუალებების საკუთრებაში გადაცემის შესახებ

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის (23/12/04, №780) 76-ე მუხლის შესაბამისად სსიპ – საზოგადოებრივ მაუწყებელს გადაეცეს საკუთრებაში ძირითადი საშუალებები:

ა) №1 რეესტრის მიხედვით (სულ ნარჩენი საბალანსო ღირებულებით – 7 786 301,97 ლარი);

ბ) №2 რეესტრის მიხედვით (ინვენტარიზაციის პერიოდში დაფიქსირებული 144 დასახელების 335 ერთეული მოძრავი ნივთი, რომლებიც არ ირიცხება სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლის საბუღალტრო ბალანსში);

გ) №3 რეესტრის მიხედვით (ტელერადიოცენტრის დუშეთის ობიექტზე რიცხული ძირითადი საშუალებები, სულ ნარჩენი საბალანსო ღირებულებით 949 174,86 ლარი).

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) განკარგულების შესასრულებლად უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                          ზ. ნოღაიდელი