საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №59
2006 წლის 9 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ
1. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს გ. ხუროშვილს მიეცეს თანხმობა, რომ საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვოს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტები: საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ“საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე“და საქართველოს კანონპროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ’’, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“, „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“და „მეწარმეთა შესახებ“საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“(საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია: 06.12.04 წ. № 234/1).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი