საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№296
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 22/06/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №296

2006 წლის 22 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ

1. „საპარლამენტო მდივნის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს გ. ხუროშვილს მიეცეს თანხმობა, რომ საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვოს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტები:

ა) „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე”;

ბ) „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ”;

გ) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”;

დ) „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”;

ე) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”;

ვ) „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”;

ზ) „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”;

თ) „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”;

ი) „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე”;

კ) „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”;

ლ) „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”;

მ) „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”;

ნ) „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”;

ო) „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”;

პ) „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”.

(პარლამენტში წარდგენის თარიღია 14.04.06წ., № 1/133)

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                 ზ. ნოღაიდელი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.06.2006.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ“?
„საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ“ მიღებულია 22.06.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №296. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.06.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ“, №296, 22.06.2006, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.06.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2052938/