„არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვი და გარემოსათვის“ ქ. თბილისში, ი. გრიშაშვილის ქუჩა №41-ში მდებარე ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა-ნაგებობების 5 წლით უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 თებერვლის №69 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №96
2006 წლის 28 თებერვალი
ქ. თბილისი
„არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვი და გარემოსათვის“ქ. თბილისში, ი. გრიშაშვილის ქუჩა №41-ში მდებარე ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა-ნაგებობების 5 წლით უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 თებერვლის №69 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“63-ე მუხლის თანახმად, „ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო გეგმის, ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 აპრილის №75 დადგენილების შესაბამისად:
1. „არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვი და გარემოსათვის“ქ. თბილისში, ი. გრიშაშვილის ქუჩა №41-ში მდებარე ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა-ნაგებობების 5 წლით უსას-ყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 თებერვლის №69 განკარგულებას დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„21. ამ განკარგულებით გადაცემული ქონება არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვი და გარემოს“გადაეცემა იმ პირობით, რომ ქონება არ იქნება გამოყენებული ბავშვისათვის ზრუნვის სადღეღამისო მომსახურების მიზნით. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების არსებითად სადღეღამისო მომსახურებისათვის გამოყენება არის შესაბამისი ხელშეკრულების შეწყვეტისა და უზუფრუქტით გადაცემული ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამორთმევის საფუძველი.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი