„სს „თბილსრესის“ №3 და №4 ენერგობლოკების საექსპლუატაციოდ გაშვების დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის №395 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №581
2005 წლის 22 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სს „თბილსრესის“№3 და №4 ენერგობლოკების საექსპლუატაციოდ გაშვების დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის №395 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
სს „თბილსრესის“№3 და №4 ენერგობლოკების სარეაბილიტაციო სამუშაოთა ეფექტიანად დამთავრების მიზნით აუცილებელი გახდა დამატებით 500 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გამოყოფა, რომელიც მიიმართება არსებული დავალიანების შესამცირებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
1. შეტანილ იქნეს ცვლილებები „სს „თბილსრესის“№3 და №4 ენერგობლოკების საექსპლუატაციოდ გაშვების დამატებით ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის №395 განკარგულებაში და პირველი პუნქტის „ა“,,ბ” და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ენერგეტიკის სამინისტროსათვის განსაზღვრულ საერთო ასიგნებებში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები სს „თბილსრესის“რეაბილიტაციის ღონისძიებათა დასაფინანსებლად; საამისოდ მიმდინარე წელს დამატებით გამოყოს 1 950 000 (ერთი მილიონ ცხრაას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარობით და გამოიყენოს იგი საკრედიტო რესურსად სს „თბილსრესის“მიერ №3 და №4 ენერგობლოკების სარეაბილიტაციოდ სს „ელიტტექნოსტროისთან“დამატებით გაფორმებულ ხელშეკრულებათა დასაფინანსებლად;
ბ) ამ მიზნით საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადების საფუძველზე საკრედიტო რესურსად გაითვალისწინოს ასიგნებათა 2 806 031 (ორი მილიონ რვაას ექვსი ათას ოცდათერთმეტი) აშშ დოლარის ეკვივალეტი თანხის გამოყოფა ლარობით;
გ) „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით ენერგეტიკის სექტორის სუბსიდირებისთვის განსაზღვრულ ასიგნებთა ფარგლებში სს „თბილსრესის“რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან ერთ კვირაში ამ დანიშნულებით სს „თბილსრესს“კრედიტის სახით გამოუყოს 1 450 000 (ერთი მილიონ ოთხას ორმოცდაათი ათასი), ხოლო 2005 წლის ბოლომდე 500 000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარობით, სულ 1 950 000 (ერთი მილიონ ცხრას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარი, საქართველოს მთავრობის მიმდინარე წლის 2 ივნისის №218 განკარგულებით განსაზღვრული პირობებით.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი