დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.11.2013
ძალის დაკარგვა 01.01.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №284
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.017451
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,486 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.11.2013 მიღება
01.01.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (12)
1 სახელმწიფო მინისტრი
2 სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე
3 სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
4 დეპარტამენტის უფროსი
5 სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი
6 ფინანსური მენეჯერი
7 სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე
8 პრესსპიკერი (მთავარი სპეციალისტი)
9 მთავარი სპეციალისტი
10 სპეციალისტი
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი
თანამდებობა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №284 2013 წლის 5 ნოემბერი ქ. თბილისი დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხ­ლის „ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს დიასპორის საკითხებში საქართ­ვე­ლოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანდართული დებულება (დანართი №1). 2. დამტკიცდეს დიასპორის საკითხებში საქართ­ვე­ლოს სახელმ­წი­ფო მინისტრის აპარატის თანდართული საშტატო ნუსხა (დანარ­თი №2). 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №18 დადგენილება „დიასპორის საკითხებში საქარ­თველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი დანართი №1 დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი (შემდგომში – აპარატი) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 იანვრის №33 ბრძანებულების შესაბამისად და მისი მიზა­ნია საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურ­თიერთობის გაღრმავება, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ დი­ას­პორას შორის ურთიერთობის ხელშეწყობა და ქართული დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის მხარდაჭერა. 2. აპარატი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კა­ნონმდებლობით. 3. აპარატს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხა­რ­ჯთა ნუსხა, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და ლოგო, რო­მელსაც ამტკიცებს სახელმწიფო მინისტრი. 4. აპარატის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. №7. მუხლი 2🔗. აპარატის ამოცანები და უფლებამოსილებანი 1. აპარატის ამოცანებია: ა) ფართო სპექტრის პირდაპირი კონტაქტებისა და კავშირების დამ­ყარება და გაფართოება უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან, საქარ­თვე­ლოს ფარგლებს გარეთ მოქმედ საქართველოსთან მეგობრობით ან სა­ქართველოთი დაინტერესებულ ქართველოლოგიურ, სამეცნიერო ან/და საზოგადოებრივ ცენტრებთან, დიასპორულ ორგანიზაციებთან, საზო­გა­დოებებთან, ფონდებთან, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში და შესაბამის უწყებებთან კო­ორ­დინაციით საქართველოს ფარგლებს გა­რეთ არსებული ქართული სუ­ლიერი და მატერიალური კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, სი­ძ­ველეების, განძების, ხელნაწერების, არქივებისა და სხვა ისტორიული კულ­ტურული ფასეულობების მოძიება, შეგროვება და შესაბამის მოლა­პარაკებებში მონაწილეობა; გ) უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა შორის ეროვნული თვი­თ­შეგნების შენარჩუნების ხელშეწყობა; დ) ხელშეწყობა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საზ­ღვარგარეთ მოქმედი შესაბამისი დიასპორული ორგანიზაციებისათვის ქართველი ხალხის ისტორიის, კულტურისა და თანამედროვე სახელმ­წი­ფო­ებრივი აღმშენებლობის გაცნობა-შესწავლის საქმეში; ე) საზღვარგარეთ, გარე მიგრაციული (ემიგრაციის) ნაკადების მო­ნი­ტორინგი; ვ) კომპეტენციის ფარგლებში ემიგრანტთა უ­ფლებების დაცვის ხელ­შეწყობა; ზ) დიასპორული ინვესტიციების მოზიდვისა და საქართველოში გა­ნ­ხორციელების ხელშეწყობა; თ) დიასპორულ ორგანიზაციათა რეესტრის შექმნა და წარმოება; ი) კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორ­ციელება. 2. დასახული ამოცანების განსახორციელებლად, აპარატი: ა) ამყარებს და ავითარებს კავშირებს უცხოეთში მცხოვრებ თანამემა­მუ­ლეთა დიასპორულ ორგანიზაციებთან, ბეჭდვით ორგანოებთან და სა­ქართველოთი დაინტერესებულ სხვა სტრუქტურებთან, აგრეთვე ცალკე­ულ პირებთან (ეთნიკურ ქართველებთან ან საქართველოს ყოფილ მოქა­ლაქეებთან, რომელთაც უცხო ქვეყნის მოქალაქეობა მიღებული აქვთ თა­ვიანთი საცხოვრებელი ადგილების მიხედვით); ბ) შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წა­რუდგენს დიასპორის საკითხებში სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრო­ექტებს; გ) ხელს უწყობს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, რომ­ლე­ბიც ინიციატივას იჩენენ, შექმნან ან შექმნილი აქვთ დიასპორული ორგანი­ზა­ცი­ები, ქართულენოვანი კულტურულ-საგან­მანათ­ლებლო წრეები, კლუ­ბე­ბი, სკოლები, საზოგადოებრივი და სა­ოჯახო ბიბლიოთეკები, მხატვ­რუ­ლი თვითშემოქმედების წრეები და სხვა; დ) უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების განსამ­ტ­კი­ცებლად თანამშრომლობს სახელმწიფო, სამეცნიერო, საზოგა­დო­ებრივ და საქველმოქმედო ორგანიზაციებთან, შემოქმედებით კავშირებთან, სა­ქართველოს დიპლომა­ტი­ურ წარმომად­გენლობებთან, სა­ქართველოს სა­კონ­სულო დაწესებულე­ბებთან (მათ შო­რის, საპატიო კონსულებთან) და დი­ასპორულ ორგა­ნი­ზაციებთან; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში და შესაბამის უწყებებთან კო­ორ­დინაციით ხელს უწყობს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სასწავლებლად მიღე­ბას; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში და შესაბამის უწყებებთან კო­ორ­დინაციით ხელს უწყობს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების საქართველოში სტაჟირების და სასწავლო პრაქტიკის გავლას; ზ) ხელს უწყობს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების (ბიზ­ნეს­მენების) საქართვე­ლოს ეკონომიკური პოტენციალით დაინტერესებას და მათ მიერ საქართვე­ლოში ინვესტირებას; თ) საზღვარგარეთ გარე მიგრაციული (ემიგრაციის) ნაკადების და ემი­გ­რანტთა უ­ფ­ლებების დაცვის მონიტორინგის განხორციელებისას, სა­ჭიროების შემთ­ხვე­ვაში ურთიერთმოქმედებს მიგრაციის სფეროში მომუ­შავე საქართველოს სამთავრობო უწყებებთან, საქართველოს დიპლომა­ტი­ურ წარმომად­გენლობებთან, სა­ქართველოს საკონსულო დაწესებულე­ბებთან (მათ შო­რის, საპატიო კონსულებთან), დიასპორულ ორგა­ნი­ზაცი­ებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტირე­ბულ დიპლომა­ტი­ურ წარმომად­გენლობებსა და საკონსულო დაწესებუ­ლე­­ბებ­თან (მათ შო­რის, საპატიო კონსულებთან), ასევე საერთაშორისო ორ­განიზაციებთან; ი) ხელს უწყობს თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამო­ყენებით უცხო­ეთში მცხოვრები თანამემამულეებისა­თვის დისტანციური გაკვეთი­ლე­ბის ჩატარებას, მათ შორის, უცხოურ ენებზეც; კ) ხელს უწყობს თანამემამულეთათვის მრავალტირაჟიანი გაზე­თე­ბის, ქართული ენის თვითმასწავლებლების, ლექსიკონების, სასაუბ­რო­ებ­ის, ბროშურებისა და სხვა ლიტერატურის გამოცემას ქართულ და უცხო­ურ ენებზე, ასევე ინტერნეტგვერდების შექმნას და გავრცელებას, თანამ­შრომ­­ლობის საფუძველზე რეკომენდაციებს აძლევს ტელერადიო კომპა­ნიებს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთათვის ქართული ტელერა­დიო მაუწყებლობის თაობაზე; ლ) გამოსცემს დიასპორის საინფორმაციო ბიულეტენს, როგორც ბეჭ­დური, ისე ელექტრონული ფორმით; მ) ახორციელებს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა დიას­პო­რუ­ლი ორგანიზაციებისა და ცალკეული პირებისათვის სხვადასხვა თემა­ტიკის წიგნების, პერიოდული გამოცემების, ვიდეოფილმების, კომპაქტ­დის­კებისა და სხვა პროდუქციის შექმნას და გაგზავნას; ნ) ახორციელებს საქართველოს ფარგლებს გარეთ სხვადასხვა დრო­სა და პირობებში მოხვედრილი ისტორიულ-კულტურული ფასეუ­ლობების მქონე ობიექტების მოძიებას, შეგროვებას და კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შესაბამის მოლაპარაკებებში. ამ მიზნით აწყობს მიზნობრივ მივლინებებსა და გასვლებს უცხოეთის ქვეყნებში; ო) დიასპორული ორგანიზაციების მეშვეობით და შესაბამის სახელ­მწიფო ორგანოებთან კოორდინაციით ხელს უწყობს საქარ­თველ­ოში წარ­მოებული პროდუქციის და ქართული კომპანიების საქმი­ანობის რეკლა­მირებას და ექსპორტს შესაბამის ადგილსამყოფელ ქვეყ­ნებში; პ) ქმნის და აწარმოებს დიასპორული ორგანიზაციების რეესტრს; ჟ) აწარმოებს აპარატის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელებში განთავსებული ელექტრონული გვერდების მართვას; რ) ახორციელებს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა სოცია­ლუ­რი ქსელის ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ადმინისტრირებას, რა მიზ­ნი­თაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, იყენებს სახელმწიფო უწ­ყებებში დაცულ მონაცემებს და ქმნის შესაბამის მონაცემთა ბაზას; ს) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება­მო­სილებებს. მუხლი 3🔗. აპარატის ხელმძღვანელობა 1. აპარატს ხელმძღვანელობს დიასპორის საკითხებში საქართვე­ლოს სახელმწიფო მინისტრი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წე­სით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრე­მიერ-მინისტრი. 2. სახელმწიფო მინისტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით და შემთხვევებში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძა­ნებას. 3. სახელმწიფო მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგი­ლე. სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს და მოადგილეს თანამ­დე­ბობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმ­წიფო მი­ნისტრი. 4. სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, მოადგილისა და აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეთა ფუნქციურ მოვალეობებს განსაზ­ღვრავს სახელმწიფო მინისტრი. 5. სახელმწიფო მინისტრის არყოფნის შემთხვევაში სახელმწიფო მი­ნისტრის მოვალეობებს ასრულებს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე. 6. სახელმწიფო მინისტრის სამუშაო გრაფიკის უზრუნველყოფისა და საქმიანობის საერთო-საორგანიზაციო ხელშეწ­ყობის მიზნით სახელ­მწიფო მინისტრს ჰყავს თანაშემწე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმ­წიფო მინისტრი. მუხლი 4🔗.  აპარატის სტრუქტურული ერთეულები 1. აპარატში შედის შემდეგი სტრუქტურული ერთეულები: ა) ანალიტიკის დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს ქარ­თულ დიასპორასთან დაკავშირებული ინფო­რ­მაციების, წინადადებების, ანა­ლი­ტიკური ბარათებისა და სხვა მასალების მომზადებას; უზ­რუნ­ველ­ყოფს ქართული დიასპორის შესახებ საინფორმაციო-ანალი­ტი­კური ბაზის შექმნას; ზედამხედველობას უწევს საინფორმაციო-ანა­ლიტიკური ბაზის მუდმივ შევ­სებასა და განახლებას; ახორციელებს აპარატის სამართ­ლებ­რივ უზრუნ­ველყოფას და ხელს უწყობს აპარატის საპარლა­მენ­ტო მდი­ვანს კანონმდებ­ლობით მინიჭებულ უფლებამოსი­ლებათა განხორ­ციე­ლე­ბი­სათვის; ბ) პროგრამების დეპარტამენტი, რომელიც ახორციელებს დიასპო­რე­ბ­თან მიმართებით სხვადასხვა პროგრა­მებისა და ღონისძიებების და­გეგ­მვას; უზრუნველყოფს დიასპორასთან დაკავშირებით საქართველოს მთა­ვ­რო­ბის მიერ მიღებულ გადაწყვეტი­ლებათა აღსრულებას; ხელს უწყობს დიასპორის თემატიკის თაობაზე კონფერენციების და სემინა­რების ჩატა­რებას; ხელს უწყობს საგამომცემლო საქმიანობას, მათ შორის, დამხმარე სახელმძღვანელოების გამოცემას, რომლის მიზანია ქარ­თულ დიას­პორა­ში ისტორიულად და თანამედროვე ეპოქაში მიმდინარე ღირსშესანიშნავი მოვ­ლენების გამოკვლევა, სათა­ნადო ასახვა და წარმოჩინება; ხელს უწ­ყობს დიასპორასთან დაკავში­რებით დაგეგმილი კულ­ტურული და სა­განმანათლებლო პროგრამების განხორციელებას; გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს აპა­რა­ტის დოკუმენტ­თბრუნვას; სა­ჯარო მოსამსა­ხურეთა პირადი საქმე­ების წარმოებას; ახორციელებს სახელმწიფო საიდუმ­ლოებების შემცველი დოკუ­მენ­ტების აღ­­რიცხვას, შენახვას (საიდუმლო საქმისწარმოებას) და მათ შეს­რულებაზე კონ­ტროლის განხორციელებას; უზრუნველყოფს აპა­რატის საქმიანობის უზრუნ­ველსაყოფად სათანადო მატერიალურ-ტექნი­კური პირობების შექმნას, აპარატის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრუ­ლყოფასა და განვითა­რებას; წარმართავს აპარატის საარქივო საქ­მიანობას; ახორციელებს მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებას. 2. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რო­მელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმ­წი­ფო მინისტრი. 3. დეპარტამენტში შედიან აპარატის საშტატო ნუსხით გათვალის­წინებული მთავარი სპეციალისტ(ებ)ი და სპეციალისტ(ებ)ი, აგრეთვე დე­პარტამენტზე მიმაგრებული შტატგარეშე მოსამსახურეები. 4. დეპარ­ტამენტის  საჯარო მოსამსახურეები დაკისრებული ამოცა­ნების შესრუ­ლებას უზრუნველყოფენ სახე­ლმწიფო მინისტრის მიერ დამტკიცებული ფუნქციური განაწილების შე­საბამისად და ანგარიშვა­ლდებული არიან დეპარტამენტის უფროსის წინაშე. 5. დეპარტამენტის საჯარო მოსამსა­ხუ­რეებს თანამდებობაზე ნიშ­ნავს და თანა­მ­დებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი. მუხლი 5🔗. სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი 1. სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი ამზადებს ინფორმაციას ცალ­კეულ სფეროებში ქართული დიასპო­რის საქმიანობისა და პრობ­ლემების შესახებ, ასევე სახელმწიფო მინისტრის დავალებით ახორციე­ლებს აპა­რატის საქმიანობის ცალკეული მიმართულებების მიხედვით შექმნილი სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელობას. 2. სახელმწიფო მინისტრის მრჩეველს თანამდებობაზე ნიშნავს და თანა­მ­დებობიდან ათავისუფლებს და მის ფუნქციურ მოვალეობებს გან­საზ­ღვრავს სახელმწიფო მინისტრი. მუხლი 6🔗. აპარატის ფინანსური მენეჯერი 1. აპარატის ფინანსური მენეჯერი ახორციელებს აპარატში ბუღალ­ტრულ აღრიცხ­ვასა და ფინანსურ ანგარიშგებას. 2. აპარატის ფინანსურ მენეჯერს თანამდებობაზე ნიშნავს და თანა­მ­დებობიდან ათავისუფლებს და მის ფუნქციურ მოვალეობებს განსაზღ­ვრავს სახელმწიფო მინისტრი. მუხლი 7🔗. აპარატის პრესსპიკერი 1.  აპარატის პრესსპიკერი უზრუნველყოფს აპარატში მიმდინარე პრო­ცესებ­თან დაკავშირებული ოფი­ციალური შეტყობინებების, განც­ხა­დე­ბებისა და სხვა ინფორმაციის მიწოდებას საზო­გადოებისა და საინ­ფორმაციო საშუალებებისთვის, ასევე უზრუნველყოფს ინფორმაციის განთავსებას აპარატის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებ­ში არსებულ ელექტრონულ გვერდებზე; უზრუნველყოფს ქართული და უცხოური პრესის მონიტორინგს და მათ მი­ერ გამოქვეყნებულ ინფორ­მაციაზე დაყრდნობით სპეციალური საინფორმაციო ანა­ლიტი­კური მა­სალების მომზადებას. 2. აპარატის პრესსპიკერი არის აპარატის ანალიტიკის დეპარტა­მენტის მთავარი სპეციალისტი, ხოლო საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ასევე  ანგარიშვალდებულია სახელმ­წი­ფო მინისტრის წინაშე. 3. აპარატის პრესსპიკერს თანამდებობაზე ნიშნავს და თანა­მ­დებო­ბიდან ათავისუფლებს და მის ფუნქციურ მოვალეობებს განსაზღ­ვრავს სახელმწიფო მინისტრი. მუხლი 8🔗. ანგარიშგება დეპარტამენტის უფროსები, სახელმწიფო მინისტრის მრჩევ­ლები, ფი­ნანსური მენეჯერი და პრესსპიკერი სახელმწიფო მინისტრს წარუდ­გენენ კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ. მუხლი 9🔗. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის განმსაზღვრელი  კომისია 1. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პი­რის საქართველოდან წარმომავლობის ან/და მისი მშობლიური ენის ქარ­თ­ველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილების შესახებ დასკვნის მომ­ზა­დების მიზნით სახელმწიფო მინისტრთან იქმნება კომისია შესაბამისი ექსპერტების, მათ შორის, ენათმეცნიერების შემადგენლობით. 2. კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება სახელმწიფო მინისტრის ბრძანებით. მუხლი 10🔗. საზოგადოებრივ-საკონსულტაციო საბჭო 1. ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზ­ნით სა­ხელმწიფო მინისტრთან იქმნება საზოგადოებრივ-საკონსულტაციო სა­ბ­ჭო (შემდგომში – საბჭო). 2. საბჭოს ამოცანაა დიასპორული ორგანიზაციებისა და სათვისტო­მო­ების საქართველოს სახელმწიფოსთან ურთიერთობის გაუმჯობესე­ბისა და ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომ­ზა­დება. 3. საბჭოს დებულებას ამტკიცებს და მის შემადგენლობას განსაზ­ღ­ვრავს სახელმწიფო მინისტრი. მუხლი 11🔗. უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა და დიასპორული ორგანიზაციების წახალისება 1. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის ან დიასპორული ორგა­ნიზაციის წახალისების მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს მედალი, მედალიონი, ჯილდო, სამკერდე ნიშანი, სიგელი, საპატიო სიგელი და სხვა. 2. წახალისების ფორმებს, ნომინაციებსა და წესს განსაზღვრავს და ამ­ტკიცებს სახელმწიფო მინისტრი. დანართი №2 დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა № თანამდებობა რაოდენობა 1 სახელმწიფო მინისტრი 1 2 სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე 1 3 სახელმწიფო მინისტრის მოადგილე 1 4 დეპარტამენტის უფროსი 3 5 სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი 4 6 ფინანსური მენეჯერი 1 7 სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე 1 8 პრესსპიკერი (მთავარი სპეციალისტი) 1 9 მთავარი სპეციალისტი 4 10 სპეციალისტი 3 სულ: 20.