„დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№511
სარეგისტრაციო კოდი
010240010.10.003.019577
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/11/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (5 მუხლი)
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №511

2016 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ
მუხლი 1
მუხლი 2
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის (შემდგომში – აპარატი) სალიკვიდაციო ღონისძიებათა ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას სალიკვიდაციო კომისია შემდეგი  შემადგენლობით:

ზვიად გონაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარე;

გელა ბუკია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორი, სალიკვიდაციო კომისიის წევრი;

ირმა ქევხიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორი, სალიკვიდაციო კომისიის წევრი;

ირაკლი ქოიავა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი, სალიკვიდაციო კომისიის წევრი;

მარიამ მამესწარაშვილი

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, სალიკვიდაციო კომისიის წევრი;

მარიამ ბალიაშვილი

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფინანსური მენეჯერი, სალიკვიდაციო კომისიის წევრი;

პავლე მაწკეპლაძე

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის საბიუჯეტო პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, სალიკვიდაციო კომისიის წევრი.

 

მუხლი 3
სალიკვიდაციო კომისიამ 2017 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს:

ა) აპარატის ბალანსზე რიცხული ქონებისა და დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა; 

ბ) აპარატის ლიკვიდაციის შედეგად  დარჩენილი სახელმწიფო ქონების, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემა;

გ)  აპარატში არსებული დოკუმენტაციის  (მასალის)  დამუშავება, სისტემატიზაცია და დაარქივება (საჭიროების შემთხვევაში – განადგურება) კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) აპარატის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული  წესით თანამშრომლთა  გაფრთხილება-გათავისუფლება და მათთვის კომპენსაციის გაცემა;

ე) აპარატის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 4
1. ლიკვიდირებული აპარატის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

2. აპარატის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ყველა დოკუმენტაცია გადაეცეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარისა და, შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) უზრუნველყოს ამ დადგენილებით დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად მისთვის 2017 ან/და მომდევნო წლების სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გამოყენება;

ბ) განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებისა და გამოცემის/მიღების მიზნით.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს აპარატის ლიკვიდაციის შედეგად  დარჩენილი სახელმწიფო ქონების საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის გადაცემა, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

მუხლი 5
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლისა, მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2016 წლის 19 ნოემბრიდან.

2. დადგენილების პირველი მუხლი, მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტები და მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.


პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.11.2016.
როდის იქნა მიღებული „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ?
„დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ მიღებულია 17.11.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №511. სარეგისტრაციო კოდი — 010240010.10.003.019577.
რამდენი მუხლისგან შედგება „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ?
დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.11.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ, №511, 17.11.2016, სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.019577 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.11.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3437232/