IPAP-ის განხორციელების სამთავრობო გეგმის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№310
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 16/07/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№310

2005 წლის 16 ივლისი

ქ. თბილისი

 IPAP-ის განხორციელების სამთავრობო გეგმის დამტკიცების შესახებ

1. დამტკიცდეს თანდართული „IPAP-ის განხორციელების სამთავრობო გეგმა“.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გ. ბარამიძემ.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                        ზ. ნოღაიდელი

IPAP-ის განხორციელების სამთავრობო გეგმა

IPAP-ის განხორციელების სამთავრობო გეგმა მიზნად ისახავს შემდეგი ამოცანების დროულად გადაწყვეტას:

1. უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხები

ა) ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის მიღებიდან სამ თვეში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების შესახებ დოკუმენტის მომზადება – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

2. რეგიონალური თანამშრომლობის საკითხები (მეზობლებთან ურთიერთობა):

ა) შავი ზღვის რეგიონისა და სამხრეთ კავკასიის ფარგლებში თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავება – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;

ბ) შავი ზღვისა და მდინარეების მტკვარ-არაქსის აუზების ქვეყნებთან გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობის გააქტიურება – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

3. ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები:

ა) ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე სამეცნიერო კვლევების განხორციელება პარტნიორი ქვეყნების გამოცდი-ლების გათვალისწინებით – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;

ბ) ინტენსიური ურთიერთობა NATO-ს სადაზვერვო-სამეკავშირეო განყოფილებასთან – საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახური;

გ) სამ თვეში საზღვრის კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების გეგმის წარმოდგენა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

დ) ერთ თვეში ნავთობსადენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შემუშავება – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი;

ე) ტერორიზმთან, ტრეფიკინგთან, ფულის გათეთრებასა და არალეგალურ მიგრაციასთან ეფექტიანი ბრძოლისათვის საჭირო საერთაშორისო მატერიალურ-ტექნიკური დახმარების შესახებ მოთხოვნათა შემუშავება – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო (კოორდინატორი), შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, ეროვნული ბანკი, უშიშროების საბჭოს აპარატი.

4. დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, კორუფციასთან ბრძოლა:

ა) ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“, ,,კერძო არბიტრაჟის შესახებ“ და ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებების პროექტის მომზადება – საქართველოს იუსტი-ციის სამინისტრო;

ბ) უმოკლეს ვადაში ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ“ და ,,გენერალური ინსპექციების შესახებ“ კანონპროექტების მომზადება და პარლამენტისათვის წარდგენა - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;

გ) ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ და ,,სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილებების პროექტების მომზადება – საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;

დ) თავდაცვის სფეროს სამოქალაქო კონტროლის განხორციელების მექანიზმების გაუმჯობესება – ეთხოვოს საქარ-თველოს პარლამენტს; საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო.

5. ეკონომიკური განვითარების საკითხები:

ა) სამინისტროების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შედგენა – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში;

ბ) საქართველოს მთავრობის საშუალოვადიანი (2005-2008 წლები) სამოქმედო სტრატეგიის შემუშავება – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში;

გ) საჯარო სამსახურის რეფორმირების სტრატეგიის შემუშავება – საჯარო სამსახურის საბჭო, საჯარო სამსახურის ბიურო, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში;

დ) სახელმწიფო სტრატეგიის პრიორიტეტების დაფინანსების უზრუნველყოფა და ეფექტიანობის ამაღლება წლიური ბიუჯეტის ხარჯების საშუალოვადიანი (M TEF) დაგეგმვის პროცესის დანერგვის მეშვეობით – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

ე) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის 2001 წლის მეთოდოლოგიის (GFSM 2001) დანერგვა – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

ვ) ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის სისტემის რეფორმირება – რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი;

ზ) სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო;

თ) ტექნიკური რეგულირების სისტემის რეფორმირება – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდი-ნაციის საკითხებში, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.

6. შიდა კონფლიქტების მოგვარება:

ა) საქართველოს ავტონომიური ერთეულების სტატუსის განსაზღვრა – საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო მინისტრების აპარატები;

ბ) ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების ხელშეწყობა – საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო მინისტრების აპარატები;

გ) კონფლიქტური რეგიონების რეაბილიტაცია – საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო მინისტრების აპარატები.

7. საზოგადოების ინფორმირება თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე:

ა) უმოკლეს ვადაში NATO-ს ეროვნული საინფორმაციო ცენტრის შექმნა და მისი ფუნქციონირების ხელშეწყობა – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი;

ბ) ერთ თვეში უსაფრთხოების სექტორში მიმდინარე რეფორმებისა და NATO-სთან ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირების სტრატეგიის შემუშავების მიზნით სპეციალური ჯგუფის შექმნა (მთავრობის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით) – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი (კოორდინატორი).

8. სამეცნიერო თანამშრომლობის, გარემოს დაცვისა და საგანგებო სიტუაციების მართვის საკითხები:

ა) 2005 წლის ბოლომდე მეცნიერების ადმინისტრირებისა და დაფინანსების ეფექტიანი სისტემის შემუშავება და განხორციელება NAთO-ს ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით – საქართველოს განათლებისა და მეცნიერე-ბის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო;

ბ) 2006 წლის ბოლომდე მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სისტემის ინტეგრაციის პირველი ეტაპის განხორციელება – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო;

გ) 2006 წლის ბოლომდე საქართველოში მეცნიერებატევადი წარმოების განვითარებისათვის საფუძვლის მომზადება, ტექნო-ლოგიური ინკუბატორებისა და ტექნოპარკების შექმნის გზით – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო;

დ) 2005 წლის ბოლომდე NA TO-სთან სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება NAთO-ს პროგრამის ,,უსაფრთხოება მეცნიერების მეშვეობით“ ეროვნული საკონ-ტაქტო ბიუროს საქმიანობის ხელშეწყობის გზით – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;

ე) 2005 წლის ბოლომდე სამხედრო სფეროში გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემის დანერგვა – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;

ვ) 2005 წლის სექტემბრამდე საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურული რეორგანიზაცია ევროპული სტანდარტების შესაბამისად – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

ზ) 2005 წლის ოქტომბრამდე საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სამსახურის კოორდინაციით საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბება – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

თ) 2005 წლის ოქტომბრამდე საგანგებო სიტუაციების მართვის საკითხთა სპეციალური პროგრამის შემუშავება ადგილობრივი მმართველობის ხელმძღვანელებისა და სხვა თანამშრომლების მომზადების მიზნით – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

9. ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხები:

ა) 2006 წლის ბოლომდე კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის NATO-სთან თავსებადი სისტემის შექმნა – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი (კოორდინატორი), თავდაცვის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო:

- სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სფეროში საქართველოს საკანონმდებლო ბაზის NATO-ს მოთხოვნებთან ჰარმონიზაცია;

- NATO-სთან უსაფრთხო ელექტრონული კავშირის სისტემის დანერგვა;

- NATO-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის რეგისტრების ოფისებში NATO-ს სტანდარტების ფიზიკური უსაფრთხოების ნორმებითა და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური საშუ-ალებებით უზრუნველყოფა.

10. თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხები:

2005 წლის ბოლომდე თავდაცვის სისტემის სტრატეგიული მიმოხილვის განხორციელება, მის ფარგლებში ძირითადი კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავება, საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპტიმალური რიცხოვნობისა და სტრუქტურის განსაზღვრა, შეიარაღებული ძალების განვითა-რების გეგმის შემუშავება – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

ბ) 2006 წლიდან შეიარაღებული ძალების მართვის სისტემებისა და სტრუქტურების ოპტიმიზაცია თავდაცვის სისტემის სტრატეგიული მიმოხილვის შედეგებზე დაყრდნობით – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

გ) 2005 წლის ბოლომდე თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის დახვეწა (მიმდინარეობს) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

დ) 2006 წლის ბოლომდე სამოქალაქო და სამხედრო პერსონალის მართვის თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბება – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

ე) 2006 წლის ზაფხულამდე რესურსების მართვის თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბება, თავდაცვის დაგეგმვის მოკლე და საშუალოვადიანი შესაძლებლობების განვითარება – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

ვ) რეზერვის მომზადების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება და განვითარება (მიმდინარეობს) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

ზ) 2006 წლის ბოლომდე დასავლური ტიპის სამხედრო განათლების სისტემის განვითარება – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

თ) 2006 წლის ბოლომდე ლოგისტიკური უზრუნველყოფის სისტემის მოდერნიზაცია და მიახლოება NATO-ს მოთხოვნებთან – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

ი) მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობისა და შეიარაღების გაუმჯობესება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა (მიმდინარეობს) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

კ) სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესება (მიმდინარეობს, ნაწილობრივ შესრულებულია) – საქართველს თავდაცვის სამინისტრო;

ლ) 2005 წლის ბოლომდე NATO-ს ოპერაციებისათვის მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის შესაძლებლობების განვითარება – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

მ) 2005 წლის ბოლომდე NATO-ს საჰაერო სივრცის მონაცემთა გაცვლის პროგრამაში ჩასართველად საჰაერო თავდაცვის ძალების შესაბამისი ტექნიკური საშუალებების მოდერნიზაცია – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

ნ) საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მხარდაჭერა საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტინ-გენტის საერთაშორისო სამშვიდობო და სტაბილიზაციის ოპერაციებში მონაწილეობის გზით (მიმდინარეობს) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

ო) საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებული სამხედრო მოსამსახურეების გადამზადების ხელშეწყობა – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.