საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობ ი ს
განკარგულება№368
2005 წლის 8 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
1. მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, რომ საქართველოს მთავრობის სახელით მონაწილეობა მიიღოს პარიზში საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან არსებულ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში თურქეთის კომპანია „თიუსთაშ ინდასთრიალ ფლენთს ქო. ინქორპორეიშენის“საარბიტრაჟო პრეტენზიის განხილვაში და დაიცვას საქართველოს მთავრობის ინტერესები.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამის ღონისძიებათა განხორციელება, მათ შორის წარმომადგენლის შერჩევა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში მონაწილეობისათვის.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი