ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელების საქართველოს მთავრობის გეგმის შემუშავების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№498
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 18/10/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №498

2006 წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელების საქართველოს მთავრობის გეგმის შემუშავების შესახებ

1. ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმის თაობაზე კონსულტაციების დასრულების გათვალისწინებით:

ა) ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა (გ. ბარამიძე) სამ თვეში უზრუნველყოს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელების საქართველოს მთავრობის გეგმის შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის წარმოდგენა;

ბ) აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა უწყებებმა ერთ თვეში უზრუნველყონ თავიანთი კომპეტენციის მიხედვით ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელების საქართველოს მთავრობის გეგმასთან დაკავშირებულ წინადადებათა მიწოდება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის. ამასთან, ყველა უწყებამ უზრუნველყოს თავიანთ წინადადებათა სრული შესაბამისობა ,,ხარჯების საშუალოვადიანი დაგეგმვის“დოკუმენტთან;

გ) საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიამ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად უზრუნველყოს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                 ზ. ნოღაიდელი